მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
სუბისარეტა: ”ჩვენი არსი – ჩვენი თამაშის სტილია”

სუბისარეტა: ”ჩვენი არსი – ჩვენი თამაშის სტილია”

”ბარსას” სპორტულმა დირექტორმა ისაუბრა პირველი გუნდის მნიშვნელოვან საკითხებზე და ზოგადად კატალონიურ გრანდზე.”ჩვენი არსი – ჩვენი თამაშის სტილია.” – აცხადებს სუბისარეტა და თან ამატებს, რომ გუნდის თითოეული ფეხბურთელი იძულებულია შეეწყოს ამ სტილს, თუ რა თქმა უნდა, ”ბარსელონაში” თამაში სურს. ასევე მან განიხილა საკითხი ტიტო ვილანოვას ჯანმრთელობაზე. ”ტიტო წესრიგშია. იგი სრულად მიყვება აღდგენისა და რეაბილიტაციის პროცესს. ტიტო ფიზიკურად არაა აქ, მაგრამ იგი ნიუ-იურკიდან ხელმძღვანელობს გუნდს და სულიერად გვაძლიერებს.” – იტყობინება სუბისარეტა.

”კატალონიურ გრანდში მეკარეობა ძალიან რთულია. გუნდი თავისი კარიდან შორს თამაშობს და მეკარე პასუხისმგბელია აკონტროლოს დაცვის ხაზი, ასევე მისი მოვალეობაა ”ბარსაში” შეტევების წამოწყება.” – ციტირებს ”ბარსელონას” ექს-გოლკიპერი.

სუბისარეტამ ასევე ისაუბრა, რომ ორიოდე დღის წინ ვიქტორ ვალდესის წარმომადგენლებს შეხვდა. მან ამაზეც გააკეთა განცხადება. ”ჩვენ უბრალოდ ვისაუბრეთ. ვცდილობდი ყველანაირად ვიქტორის წარმომადგენლები დამერწმუნა, რომ კონტრაქტი გაეხანგრძლივებინათ, მაგრამ ისინი მუდამ იმეორებდნენ ერთ ფრაზას: ”ვალდესმა გადაწყვეტილება უკვე მიიღო.”

კონტრაქტების გახანგრძლივება

როდესაც სუბისარეტას კითხეს თუ რას აპირებდა იგი კონტრაქტების გახანგრძლივებასთან დაკავშირებით, ისეთ ფეხბურთელებთან, როგორცაა ერიკ აბიდალი მან განაცხადა, რომ არ ღირს ნაჩქარევი გადაწყვეტილების მიღება. 

”ჩვენ მოუთმენლად ველით ერიკის დაბრუნებას. ცხოვრება ასეთია და აბიდალს ძალიან რთულ გზაზე მოუწია გასვლა, რომ ახლა იქ ყოფილიყო სადაც არის.” – აცხადებს სუბისარეტა და თან ამატებს – ”ჩვენ აუცილებლად დაველაპარაკებით ჟერარ დეულოფეუს მისი მომავლის შესახებ, ისევე როგორც რაფინიასთან. თუ ჩვენ ასეთ მნიშვნელოვან ეპიზოდებს დავივიწყებთ, ეს უარყოფითად აისახება გუნდზე.”

”ბარსას” სპორტული დირექტორი დავიდ ვილიას თემასაც შეეხო: ”მან აღიდგინა ფორმა ურთულესი ტრავმის შემდეგ. ნელ-ნელა ყველაფერი თავის ადგილზე დგება. ჩვენი აზრით მას უამრავი დადებითი თვისება გააჩნია და არის ძალიან ძლიერი ფეხბურთელი. იმედი მაქვს ამ სეზონში მის ბევრ გოლს აღვნიშნავ.”

”სან მამესი”

მოგეხსენებათ სუბისარეტა კარიერის განმავლობაში თამაშობდა როგორც კატალონიაში ასევე ”ატლეტიკ ბილბაოში”. ამჟამინდელი სპორტული დირექტორი გახლავთ ბასკური ისტორიის დიდი მოყვარული და მას გული დაწყდა, რადგან ”ატლეტიკი” იცვლის სტადიონს. ”სან მამესი” უბრალოდ მიწასთან გასწორდება. ”ჩამოვედი ბილბაოში – ჩემს სახლში. ”ატლეტიკი” დოკუმენტალურ ფილმს იღებს ”სან მამესის” შესახებ და ამის შემდეგ ეს სტადიონი უბრალოდ გაქრება, მიწასთან გასწორდება. ძალიან მწყდება გული, რადგან ბასკური კლუბის ისტორიის დიდი მოყვარული ვარ.” – დასძინა სუბისარეტამ.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში