მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
იბრაჰიმოვიჩი: “ლეო საუკეთესოა”

იბრაჰიმოვიჩი: “ლეო საუკეთესოა”

არგენტინასთან გასამართი ამხანაგური მატჩის წინ, შვედეთის კაპიტანმა და “პსჟ”-ს თავდამსხმელმა ზლატან იბრაჰიმოვიჩმა პრესასთან საუბარი გამართა. პრესკონფერენციაზე შვედმა მისი ყოფილი თანაგუნდელი ლიონელ მესი შეაქო. მუნდო დეპორტივოსთან საუბრისას მან განაცხადა: “მე ვფიქრობ, რომ ლეო ფანტასტიკური ფეხბურთელია. ინდივიდუალური კუთხით იგი მსოფლიოში საუკეთესოა. ამ ფაქტზე ბევრი ადამიანი თანხმდება. ამიტომაც მოიგო მან უამრავი ტიტული ბოლო წლებში”.ერთ-ერთმა ჟურნალისტმა კი  მას პირდაპირი კითხვა დაუსვა: “რომელია საუკეთესო თქვენს შორის?”. რაზეც იბრაჰიმოვიჩმა გულახდილად უპასუხა: “თუ გავითვალისწინებთ იმას, რაც ლეომ უკანასკნელ წლებში გააკეთა, ამაზე არანაირი დისკუსია არ უნდა არსებობდეს”  

თამაშის წინ კი მან დასძინა: “ლეოსთან თამაში სახალისო და საინტერესო იქნება” 

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში