workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
აბიდალმა ვარჯიში განაახლა

აბიდალმა ვარჯიში განაახლა

 

სანაკრებო შეხვედრებზე გამოძახებული მოთამაშეები დღეს “სიუტატ ესპორტივაზე” არ გამოცხადებულან. ამგვარად “ბარსელონამ” მეორე გუნდთან ერთად ივარჯიშა. “ბარსა ბ”–სთან ერთად ვარჯიშობდა პირველი გუნდის 4 მოთამაშე – პინტო, მონტოია, აბიდალი და ტელიო. სავარჯიშო სესიას ჟორდი როურა და ეუსებიო საქრისტიანი უძღვებოდნენ.

დღევანდელი ვარჯიშის მთავარი სიახლე ერიკ აბიდალის დაბრუნება იყო. ფრანგი მოთამაშე გასულ კვირას საავადმყოფოში, გამოკვლევებზე იყო, ამიტომაც სესიებს ვერ ესწრებოდა. მას გეგმიური შემოწმება ჩაუტარდა გასული წლის აპრილში ღვიძლე გაკეთებული ოპერაციის შემდეგ.

ბარტრას გრიპი აქვს, ტიაგო და სონგი დარბაზში ვარჯიშობდნენ

მარკ ბარტა, რომელსაც გრიპი აქვს დღეს არ ვარჯიშობდა. ტიაგო ალკანტარა და ალექს სონგი დარბაზში სპეციალურ სავარჯიშეობს ასრულებდნენ. კამერუნელი ნახევარმცველი უსაფრთხოების მიზნით ნაკრებში არ გამოიძახეს, ის დისკომფორტს განიცდის კუნთში. ასევე ამ მიზეზით ტიაგომ დარბაზში ვარჯიში გადაწყვიტა.

 

[media=http://www.youtube.com/watch?v=Iew3whoAEBY]

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward