მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ალბა: ”მოგება ორივე გუნდს შეეძლო”

ალბა: ”მოგება ორივე გუნდს შეეძლო”

ხორდი ალბას, ვინ იცის მერამდენედ მოუწია მესტალიაზე თამაში, მაგრამ გუშინ იგი პირველად გამოვიდა ღამურების სტადიონზე ”ბარსას” მაისურით. ესპანელმა შესანიშნავად გაართვა თავი გუშინდელ თამაშს და მატჩის შემდეგ განაცხადა: ”ძალიან თანაბარი მატჩი იყო და ორივე გუნდს შეეძლო 3 ქულის მოპოვება, რადგან ორივე გუნდი საკმაოდ ბევრ რეალურ მომენტს ქმნიდა.” თან რამდენიმე დღის წინ ნათამაშები “ელ კლასიკოც” ახსენა, – ”ცოტათი დაღლილები ვიყავით, რადგან როდესაც “ბერნაბეუზე” თამაშობ, მითუმეტეს ”ბარსელონას” მაისურით, უბრალოდ არ გაქვს უფლება, რომ ენერგია დაზოგო.”

ეს ყოველთვის რთული იყო

კატალონიელების მცველმა ისიც ახსენა, რომ მესტალიაზე თამაში ყოველთვის რთულია, – ”ჩვენ კლუბს ყოველთვის უჭირდა მესტალიაზე თამაში, მითუმეტეს გუშინ დაგვხვდა საოცარი ”ვალენსია” ვალვერდეს ხელმძღვანელობით, რომელმაც ძალიან კარგად აათამაშა თავისი გუნდი.” ალბამ, რა თქმა უნდა, ისაუბრა ყოფილ გუნდში გატარებულ დროზე, – ”ვალენსიაში კარიერის დაწყება ერთ-ერთი საუკეთესო ეპიზოდი იყო ჩემს კარიერაში. რეალურად მსიამოვნებდა გუშინ “მესტალიაზე” თამაში, რადგან ვნახე ბევრი გულშემატკივარი, რომლებიც პატივს მცემენ მიუხედავად ამ ტრანსფერისა.”

“თუ ჩვენ ვერ ვიგებთ, იძულებულნი ვართ 1 ქულა მაინც ავიღოთ” – აცხადებს დანი ალვესი

ბრაზილიერი მცველი აკეთებს გულწრფელ განცხადებას გუშინდელი მატჩის შესახებ: ”გუშინ უბრალოდ ფორმაში არ ვიყავით და იმის გათვალისწინებით თუ როგორ თამაშობდა ”ვალენსია”, ის ერთი ქულაც უნდა გვიხაროდეს.” ალვესმა ”რეალზეც” ისაუბრა: ”არ გვაინტერესებს რას გააკეთებს მესამე ადგილოსანი გუნდი, მეორე ადგილზე მყოფი გუნდი უფრო ახლოსაა ჩვენთან და მათგან უფრო მეტი სიურპრიზია მოსალოდნელი.”

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში