რა თქმა უნდა უდავოა, რომ მესი არის პლანეტის საუკეთესო ფეხბურთელი, მას აქვს არაადამიანური სტატისტიკა, მაგრამ არის ბევრი რამ რაც მე არ მომწონს, თან იმის გათვალისწინებით, რომ კულე ვარ. ვინ ვარ მე, რომ მესი გავაკრიტიკო?!
დიდი ხანია უკვე ვფიქრობ ლიონელის თამაშის სტილის შეცვლაზე. პირველად მისი თამაში ვნახე ჩელსისთან, როდესაც ჯერ კიდევ 30 ნომრიანი მაისურით თამაშობდა. დარწმუნებული ვარ, იმ დროს მისი ერთადერთი საფიქრალი იყო, თუ როგორ შეენარჩუნებინა ადგილი ევროპის საუკეთესო კლუბში, მაგრამ ახლა ყველაფერი შეიცვალა.
მოდით სანამ სტატიის კითხვას გავაგრძელებდეთ ვნახოთ ვიდეო შრომისმოყვარე ბიჭისა, რომელიც ჯერ კიდევ რონალდინიოს ჩრდილში დგას და უბრალოდ პერსპექტიულ ფეხბურთელად ითვლება…
[media=http://www.youtube.com/watch?v=yL2lmLngiFg]
ეს არის ლიონელ მესი, ადამიანი რომელმაც კარიერა დაიწყო რონალდინიოს ეპოქაში და მიუხედავად ამისა, 20 წლის ბიჭის ტალანტს ამჩნევდა მთელი მსოფლიო.
მაგრამ ახლა ყველაფერი შეიცვალა. ვუყურებ ბარსას თამაშებს და ყოველ თამაშზე ვხედავ თუ როგორ დადის უბურთოდ არგენტინელი, როდესაც მთელი გუნდი პრესინგს ანხორციელებს. თუ როგორ სეირნობს მოედანზე, როდესაც მისი თანაგუნდელები ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ ბურთი მოიპოვონ. ამ ყველაფრის ნახვის შემდეგ ნერვები მეშლება, მაგრამ რა უნდა თქვა ცუდი ფეხბურთელზე, რომელიც 1 წელიწადში 91 გოლს იტანს? რა უნდა თქვა ფეხბურთელზე ცუდი, რომელიც 4 ოქროს ბურთს ზედიზედ იგებს?
ლეოს ლომის წვლილი მიუძღვის კატალონიელების მიერ მოპოვებულ ყველა ტიტულში, ბოლო 5-6 სეზონის განმავლობაში. მისი უმთავრესი პლიუსი არის დრიბლინგი, ბურთიანად იგი ფაქტიურად შეუჩერებელია, ახასიათებს შესანიშნავი ტანის მოძრაობები და საოცარი ფეხის სისწრაფე, მაგრამ უბურთოდ.. ეს არის ალბათ მისი ერთ-ერთი უმთავრესი მინუსი.
რისი ბრალია ეს? ნუთუ ზედმეტი პიარის? თუ უბრალოდ იგი დაიღალა? არ ვიცი ბევრი ვარიანტი არსებობს, მაგრამ ”ბარსას” გულშემატკივრები უნდა დავფიქრდეთ, იმაზე რომ ვხედავთ ჩვენს ფეხბურთელებში მხოლოდ დადებით თვისებებს და ვხუჭავთ თვალს უარყოფითებზე. ცოტა აბსურდულია ლიონელ მესის გაკრიტიკება, მაგრამ ეს ჩემი აზრია.
მადლობთ ყურადღებისთვის!



