workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ვალვერდე – „ბარსელონასთან“ ფრის სპეციალისტი

ვალვერდე – „ბარსელონასთან“ ფრის სპეციალისტი

მას შემდეგ, რაც ერნესტო ვალვერდემ “ვალენსია” ჩაიბარა, “ღამურები” სულ სხვანაირად ათამაშდნენ – გუნდი, რომელსაც ევროტურნირებზე აღარც კი ოცნებობდა, 7 თამაშში 5 მოგების წყალობით, ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის ბრძოლაში ჩაერთო.

ვალვერდეს გუნდში მოსვლის შემდეგ, “ვალენსიამ” სტაბილურად გატანა დაიწყო. მოგებული 5 თამაშდან ოთხში, “ღამურებმა” 2 ან მეტი ბურთი გაიტანეს. მათი ყველაზე შედეგიანი თამაში “ხეტაფესთან” 4:2 მოგებაა. მადრიდელთა გარდა, ვალვერდეს “ვალენსიამ” უქულოდ “სევილია”, “ოსასუნა”, “გრანადა” და “დეპორტივო” დატოვა.

საპირისპირო სიტუაცია გვაქვს “ვალენსიას” დაცვაში – ამ 7 შეხვედრაში, ვალვერდეს გუნდმა 11 გოლი გაუშვა. კარის მშრალად შენახვა “ვალენსიამ” მხოლოდ 2-ჯერ მოახერხა ორივე შემთხევაში სტუმრად ჩატარებულ შეხვედრაში. სავარაუდოდ, “ღამურების” მცველებს, ლიონელ მესის, ანდრეს ინიესტასა და სესკ ფაბრეგასის შეტევების შეჩერება ძალიან გაუჭირდებათ.

რაც შეეხება ორ წაგებულ შეხვედრას. ორივე შემთხვევაში, “ვალენსია” საკუთარ კედლებში დამარცხდა, “რაიოსთან” 0:1 და “რეალთან” 0:5.

თავად ერნესტო ვალვერდეს “ბარსელონას” წინააღმდეგ გუნდი 10-ჯერ გამოუყვანია და ინტერესს იწვევს ფრეების რაოდენობა. ამ 10 თამაშიდან, 7 ყაიმით დასრულდა, 2 “ბარსამ” მოიგო და ერთიც ვალვერდეს გუნდმა. ერთადერთი შემთხვევა, როდესაც კატალონიური გრანდი ვალვერდესთან დამარცხდა, მაშინ დაფიქსირდა, როდესაც იგი “ესპანიოლს” წვრთნიდა და კატალონიურ დერბიში, “ბარსამ” 1:3 წააგო.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward