workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
19 მოთამაშე გაემგზავრება ვალენსიაში

19 მოთამაშე გაემგზავრება ვალენსიაში

 

ჟორდი როურამ “ვალენსიასთან” გასამართი შეხვედრისთვის 19 კაციანი განაცხადი გამოაქვეყნა. მარკ ბარტრა და კრისტიან ტელიო სამწვრთნელო შტაბის გადაწყვეტილებით განაცხადს მიღმა დარჩნენ, ხოლო ერიკ აბიდალი და ჯონათან დოს სანტოსი კვლავ ლაზარეთში იმყოფებიან. შეხვედრის დაწყების წინ 1 მოთამაშე საბოლოო განაცხადს მიღმა დარჩება.

ოთხშაბათს, მადრიდის “რეალთან” ჩატარებული შეხვედრის განაცხადთან შედარებით ერთი ცვლილებაა, მარკ ბარტრას ნაცვლად ვალენსიაში მარტინ მონტოია გაემგზავრება. გუნდი ვალენსიისკენ გეზს ხვალ დილით აიღებს.

აპლოდისმენტები პიკეს და კუენკას

შეხვედრის განაცხადი დღევანდელი სავარჯიშო სესიის დასრულების შემდეგ გახდა ცნობილი, რომელშიც მონაწილეობა “ბარსა ბ”–ს მოთამაშე, მარკ მუნიესამ მიიღო. მოთამაშეებმა ვარჯიშის დაწყების წინ დაბადების დღე მიულოცეს ჟერარდ პიკეს, რომელიც 26 წლის გახდა. ასევე აპლოდისმენტებით შეეგებნენ ისააკ კუენკას, რომელიც კლუბს ტოვებს და არენდის წესით სეზონის ბოლომდე “აიაქსში” იასპარეზებს.

მატჩის განაცხადი: ვალდესი, პინტო, მონტოია, ალვესი, მასკერანო, პიკე, პუიოლი, ალბა, ადრიანო, ბუსკეტსი, სონგი, ტიაგო, ჩავი, სესკი, ინიესტა, პედრო, ალექსისი, ვილია, მესი.

 


sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward