workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
მუნიესა „ბარსა ბ“-ში ითამაშებს

მუნიესა „ბარსა ბ“-ში ითამაშებს

“ბარსას” ახალგაზრდა მცველი მარკ მუნიესა, სეზონის ბოლომდე, ოფიციალურად, “ბარსელონა ბ”-ს ფეხბურთელი იქნება. ამის მიზეზი ისაა, რომ სერიოზული ტრავმის შემდეგ, მას პირველ გუნდში ფეხის მოკიდება ძალიან გაუჭირდება.

20 წლის მუნიესა პირველ გუნდში მიმდინარე სეზონის დასაწყისში გადაიყვანეს მაგრამ მძიმე ტრავმის გამო, რომელიც მის კარიერაში უკვე მეორეა, კატალონიელ ფეხბურთელს, ჯერ თამაში არ ჩაუტარებია. ახლახანს, მუნიესამ ტრავმა მოიშუშა, მაგრამ იგი სათამაშოს ჯერ მზად არაა.

სამწვრთნელო შტაბის გადაწყვეტილებით, მუნიესა “ბარსა ბ”-ს წევრი გახდება და ფორმის აღდგენას სარეზერვო გუნდში განაგრძობს.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward