არგენტინის ნაკრების ყოფილმა ფორვარდმა, კლაუდიო ლოპესმა ისაუბრა “ალბისელესტეს” კაპიტან ლიონელ მესიზე. მოგეხსენებათ “ბარსას” ვარსკვლავმა ზედიზედ მეოთხედ მოიგო “ოქროს ბურთი”:
“მესი გვაოცებს ფეხბურთის მოყვარულებს. ლეოს თამაშში ყოველდღე რაღაც ახალს ვამჩნევთ. ვიმედოვნებ, რომ იგი გააგრძელებს ასე და სიამოვნებას მიანიჭებს საფეხბურთო სამყაროს. თავის დროზე დიეგო მარადონა აკეთებდა იმას, რასაც ახლა მესი აკეთებს. მადლობელი ვარ, რომ მაქვს ლეოს თამაშის ნახვის ბედნიერება,” განაცხადა კლაუდიო ლოპესმა.



