მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
კლასიკოსთვის მზადება დასრულებულია

კლასიკოსთვის მზადება დასრულებულია

 

“ბარსელონამ” მადრიდის გამგზავრებამდე დღეს ბოლო ვარჯიში ჩაატარა. ჟორდი როურას განკარგულებაში მწყობრში მყოფი ყველა მოთამაშე იყო. თანაგუნდელებთან ერთად ვარჯიშობდა მარკ მუნიესა, ხოლო ჯონათან დოს სანტოსი დარბაზში იტვირთებოდა. სამწვრთნელო შტაბის გადაწყვეტილებით მადრიდში არ გაემგზავრებიან ტელიო, კუენკა და მონტოია.

მილოცვა ვილიას

ვარჯიშის დაწყების წინ თანაგუნდელები დავიდ ვილიას აპლოდისმენტებით შეეგებნენ, რომელსაც გუშინ ღამით მესამე შვილი შეეძინა.

გამგზავრება მადრიდში ხვალ

გუნდი მადრიდში ხვალ გამეგზავრება. “ელ პრატის” აეროპორტს გუნდი 11 საათზე დატოვებს და დაახლოებით 40 წუთის შემდეგ ისინი მადრიდში იქნებიან. შეგახსენებთ, რომ სამეფო თასის შეხვედრა “რეალსა” და “ბარსელონას” შორის ხვალ, თბილისის დროით 23:55 საათზე დაიწყება.

მატჩის განაცხადი: ვალდესი, პინტო, ალვესი, პიკე, სესკი, პუიოლი, ჩავი, ვილია, ინიესტა, სანჩესი, მესი, ტიაგო, მასკერანო, ბარტრა, ბუსკეტსი, პედრო, ალბა, ადრიანო, სონგი.

 


ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში