workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
მესი შემდეგ კვირაში გაახანგრძლივებს

მესი შემდეგ კვირაში გაახანგრძლივებს

პუიოლისა და ჩავის შემდეგ, მესის ჯერი დადგა. “ბარსას” პრეზიდენტის თქმით, არგენტინელი ვარსკვლავი ახალ კონტრაქტს მომდევნო კვირაში გააფორმებს.

პუიოლმა, ჩავიმ და მესიმ კლუბის წარმომადგენლებთან ახალი კონტრაქტის დეტალები დიდი ხნის წინა შეათანხმეს, მაგრამ ხელშეკრულებების გაფორმება ეტაპობრივად მიმდინარეობს. კლუბთან თანამშრომლობა ჯერ პუიოლმა გაიხანგრძლივა, ახლახანს ჩავიმ, ხოლო შემდეგი მესია.

თუ მადრიდულ Marca-ს დავუჯერებთ, მესის მიერ კონტრაქტის შემდეგ კვირაში გაფორმების შესახებ განცხადება სანდრო როსელმა გააკეთა.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward