workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
„ბარსა“-„ოსასუნა“ – საინტერესო ფაქტები

„ბარსა“-„ოსასუნა“ – საინტერესო ფაქტები

“ბარსელონასა” და “ოსასუნას” შორის გამართულ მატჩში, რამდენიმე ისეთი ფაქტი დაფიქსირდა, რომელზეც კატალონიური კლუბის ოფიციალურმა საიტმა გულშემატკივრების ყურადღება მიაპყრო.

  • დავიდ ვილიამ შეხვედრა სრულად ჩაატარა. ესპანეთის ჩემპიონატში, უკანასკნელად, ასეთი რამ 2011 წლის 29 ნოემბერს, “რაიოს” წინააღმდეგ მოხდა.
  • ასევე სრულად ითამაშა ტიაგო ალკანტარამ, რაც ლა ლიგის მიმდინარე გათამაშებაში პირველად მოხდა.
  • “ოსასუნას” წინააღმდეგ გამართულ მატჩში, ყველაზე მეტი ზუსტი გადაცემა ტიაგომ გააკეთა. მისი 130 პასიდან 119-მა ადრესატამდე მიაღწია.
  • “კამპ ნოუზე” თავისი ბოლო 2 ვიზიტის დროს, “ოსასუნამ” 13 გოლი გაუშვა. 0:8 წაგების შემდეგ, პამპლონელები 1:5 დამარცხდნენ.
  • მიუხედავად იმისა, რომ სერხიო ბუსკეტსმა მხოლოდ 75 წუთი ითამაშა, მან მაინც მოახერხა გუნდისთვის ბურთის ყველაზე მეტჯერ, 14-ჯერ მოპოვება.
  • ლიონელ მესიმ ლა ლიგის ზედიზედ მე-11 თამაშში გაიტანა.
  • კარგ ფორმაშია პედროც. მან მეტოქის კარის აღება ზედიზედ მესამედ მოახერხა, რაც 2011 წლის იანვრის შემდეგ პირველად მოხდა.
sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward