მიუხედავად “ოსასუნასთან” იოლად მოგებისა, “ბარსელონას” ცენტრალური მცველი ხავიერ მასკერანო აცხადებს, რომ მის გუნდს 3 ქულის მოპოვება გაუჭირდა. არგენტინელის თქმით, მეტოქე განსაკუთრებით კარგად შეხვედრის პირველ წუთებში გამოიყურებოდა.
ხავიერ მასკერანო: “მალაგასთან” ბრძოლა ახალი გადატანილი გვქონდა. ისეთი თამაშები, როგორიც დღეს გვქონდა, ყოველთვის რთულია. განსაკუთრებით რთული პირველი წუთები იყო, მაგრამ ნელ-ნელა ავთამაშდით და გოლების გატანაც დავიწყეთ. “ოსასუნამ” დაამტკიცა, რომ არაფრის დათმობას არ აპირებდა. პირველი ტაიმის 3:1 მოგებამ საქმე გაგვიიოლა.
მესი? რასაც ის აკეთებს, არაამქვეყნიურია.
ვალდესს რაც შეეხება – გულშემატკივრებმა უნდა გაიგონ, რომ მას საკუთარ მომავალთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღების უფლება აქვს. მან აპლოდისმენტები დაიმსახურა, რადგან ვალდესი იმ გუნდის ნაწილია, რომელმაც არაერთი მნიშვნელოვანი ტიტული მოიგო.”
ადრიანო: “ვიცოდით, რომ მეტი ყურადღება კონტრშეტევებისთვის და სტანდარტული მდგომარეობებისთვის უნდა მიგვექცია. მნიშვნელოვანია, რომ რაც შეიძლება ნაკლები გოლი გავუშვათ.
“კლასიკო” ძალიან დაძაბული თამაშია და როგორც წესი, მას ის გუნდი იგებს, რომელიც კონკრეტულ დღეს უკეთ გამოიყურება.