workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
მესიმ ვარჯიში განაახლა

მესიმ ვარჯიში განაახლა

გუშინდელი ვარჯიშის გამოტოვების შემდეგ, დღეს დილით, ლიონელ მესიმ, გუნდთან ერთად ივარჯიშა. აღნიშნულ ინფორმაციას “ბარსელონას” ოფიციალური საიტი ავრცელებს.

როგორც იცით, “მალაგასთან” გამართულ მატჩში, მესიმ მცირე დაზიანება მიიღო და შეხვედრის მიწურულს, ის შეცვალეს. თავის დაზღვევის მიზნით, არგენტინელმა გუშინდელი ვარჯიში გამოტოვა და გამოითქვა ვარაუდი, რომ ხორდი როურა მას “ოსასუნასთან” დაასვენებდა. თუმცა, “ბარსას” ოფიციალური საიტის ცნობით, მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელმა გუნდთან ერთად ვარჯიში განაახლა, რაც იმას ნიშნავს, რომ იგი ხვალინდელ თამაშს სრულ მზადყოფნაში ხვდება.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward