“ბარსელონას” ლიდერი ლიონელ მესი ახალ-ახალი რეკორდების დამყარებით არ იღლება. მისი მორიგი მიღწევა ზედიზედ 15 ისეთ თამაშში გატანაა, რომელიც მან ძირითად შემადგენლობაში დაიწყო.
მიმდინარე სეზონში, მესიმ, მეტოქეთა კარი უკვე 40-ჯერ აიღო. აქედან 23 გოლი მან ბოლო 15 იმ შეხვედრაში გაიტანა, რომელშიც მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი ძირითად შემადგენლობაში იყო. უკანასკნელად, არგენტინელმა მოედანი უგოლოდ გასული წლის 3 ნოემბერს, “სელტასთან” 3:1 მოგებულ შეხვედრაში დატოვა.