ოთხშაბათის პრეს–კონფერენციაზე ჟორდი როურამ განაცხადა, რომ კოპა დელ რეის ხვალინდელ შეხვედრა “პირველი გადამწყვეტი მატჩია, სეზონის პირველი “მატჩ–ბოლი”. ფეხბურთელებისთვის რამის თქმა ზედმეტია, მათ ესმით როგორი მნიშვნელობის შეხვედრა გველის წინ. დარწმუნებული ვარ, რომ ყველაფერს გავიღებთ, თუმცა ეს ფეხბურთია. გუნდი კარგ რეაგირებას მოახდენს“.
ჩემპიონთა ლიგის გუნდი
პელეგრინის “მალაგა” ევროპის ერთ–ერთი საუკეთესო გუნდია და მათ ეს ჩემპიონთა ლიგის პირველ ეტაპზე დაამტკიცეს. როურას განცხადებით ხვალინდელ შეხვედრაში ორივე გუნდი გამარჯვებისთვის იბრძოლებს: “ეს გუნდი არ თამაშობს თავის დასაცავად. არ ვიცი როგორ ემზადებიან მატჩისთვის, თუმცა ისინი შეგვიტევენ. ისინი ჩემპიონთა ლიგის გუნდი არიან, მათ დიდებული შემადგენლობა ჰყავთ და თუკი ისკო ან ტულალანი ვერ დაეხმარებათ ეს არაფერს ნიშნავს, მათ შეცვლიან” – განაცხადა მწვრთნელმა.
შედეგები “მალაგასთან” და “რეალ სოსიედადთან”
საინტერესოა როგორ რეაგირებას მოახდენს გუნდი ხვალინდელ შეხვედრაში პრიმერაში განცდილი პირველი მარცხის შემდეგ. “როდესაც ცუდი შედეგი გაქვს მისი ანალიზი უნდა გააკეთო. გუნდმა წინა 2 შეხვედრაში კარგად ითამაშა, თუმცა შინ და “ანოეტაზე” მატჩის “მოკვლა” ვერ მოვახერხეთ, ამიტომაც ყველაფერი გართულდა. ჩვენ გავაკეთეთ სათანადო დასკვნები ბოლო მატჩების შემდეგ“.