workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
„ბარსა“ კუენკას განათხოვრებაზე თანახმაა

„ბარსა“ კუენკას განათხოვრებაზე თანახმაა

ესპანური პრესის ცნობით, “ბარსელონა” მზადაა გუნდის ახალგაზრდა შემტევი ისააკ კუენკა, სეზონის ბოლომდე, რომელიმე გუნდში გაანათხოვროს.

რვათვიანი მკურნალობის შემდეგ, კუენკა გუნდს ახლახანს დაუბრუნდა. შექმნილ ვითარებაში, 21 წლის ფეხბურთელისთვის, სათამაშო პრაქტიკა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია და სავარაუდოდ, “ბარსელონაში” დარჩენის შემთხვევაში, მას მოედანზე ხშირად ვერ ვიხილავთ.

თუ ესპანელ ჟურნალისტებს დავუჯერებთ, “ბარსელონა” მზადაა, 6 თვით, კუენკა რომელიმე კლუბში გაანთხოვროს. გავრცელებული ინფორმაციით, კატალონიელის თავის რიგებში ხილვის ყველაზე მეტი შანსი “ვალენსიას” აქვს.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward