workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
19 მოთამაშე გამეგზავრება მალაგაში

19 მოთამაშე გამეგზავრება მალაგაში

 

“ბარსელონა” ხვალ ანდალუსიაში 19 ფეხბურთელით მიემგზავრება, რათა “მალაგასთან” სამეფო თასის 1/4 ფინალის განმეორებითი შეხვედრა ჩაატაროს. განაცხადში მთავარი სიახლე დავიდ ვილიას ყოფნაა, რომელსაც გუშინ თამაშის უფლება მისცეს. სამწრთნელო შტაბის გადაწყვეტილებით ხვალ გუნდთან ერთად არ გამეგზავრებიან დოს სანტოსი, მონტოია, ბარტრა და კუენკა.

ბოლო ვარჯიში

“ლა როსალედაზე” გასამართი შეხვედრის წინ გუნდმა ბოლო ვარჯიში გამართა. სესიას ჟორდი როურა ხელმძღვანელობდა. თანაგუნდელებთან ერთად ვარჯიშობდა ხერარდ პიკე, რომელიც გუშინ მამა გახდა. მოთამაშემ სესიის დაწყების წინ მილოცვები მიიღო. ასევე ულოცავდნენ კარლეს პუიოლს, რომელმაც კლუბთან კონტრაქტი 2016 წლის 30 ივნისამდე გაახანგრძლივა.

მატჩის განაცხადი: ვალდესი, პინტო, ალვესი, პიკე, სესკი, პუიოლი, ჩავი, ვილია, ინიესტა, სანჩესი, მესი, ტიაგო, მასკერანო, ბუსკეტსი, პედრო, ალბა, ადრიანო, სონგი, ტელიო.

 

[media=http://www.youtube.com/watch?v=ZY0I8rDnyfs]

სურათები:


sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward