მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
კუენკამ თამაშის უფლება მიიღო

კუენკამ თამაშის უფლება მიიღო

 

თითქმის 2 დღიანი დასვენების შემდეგ “ბარსელონას” მოთამაშეები სამეფო თასის შეხვედრისთვის მზადებას შეუდგნენ, რომელიც ხუთშაბათს, “ლა როსალედაზე” გაიმართება. მიმდინარე სეზონში პირველად ვარჯიშში მონაწილეობა გუნდის ყველა ფეხბურთელმა მიიღო. დავიდ ვილია, რომელიც ბოლო დღეების განმავლობაში დარბაზში ვარჯიშობდა თანაგუნდელებთან ერთად იტვირთებოდა. დღის მეორე სასიხარულო ინფორმაცია ისააკ კუენკასთვის თამაშის უფლების მიცემაა.

კუენკამ თამაშის უფლება მიიღო

ისააკს მუხლზე ოპერაცია გასული წლის 31 მაისს ჩაუტარდა. თანაგუნდელებთან ერთად ვარჯიშს ახალ სეზონში ის 26 ნოემბერს შეუდგა და დღეს ექიმებისგან თამაშის უფლება მიიღო.

“მალაგასთან” ფრედ დასრულებული შეხვედრის შემდეგ მოთამაშეების წინ რთული გამოწვევა ელით. “სიუტატ ესპორტივაზე” ხვალ და ზეგ კვლავ გაიმართება სავარჯიშო სესიები.

 

[media=http://www.youtube.com/watch?v=y5ObKbVUBbQ]

სურათები:


ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში