მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ჩავის ტიტულების მოგება სურს

ჩავის ტიტულების მოგება სურს

 

“ბარსელონას” ნახევარმცველი, ჩავი ერნანდესი თვლის, რომ გუნდს მიმდინარე სეზონის ისტორიაში ერთ–ერთ საუკეთესო წლად ჩაწერა შეუძლია.

“ჩვენ კონკურენტუნარიანი გუნდი გვყავს, ამიტომაც ყველა ტურნირში კარგად გამოსვლა გვსურს, რომელშიც გამოვდივართ. მიმდინარე სეზონში რაც შეიძლება მეტი ტიტულის მოგება გვსურს” – ამბობს ჩავი.

“ჩვენ ისეთივე ძლიერები ვართ, როგორიც ადრე ვიყავით, თუმცა იღბალიც შენს მხარეს უნდა იყოს. ამის გარეშე ძალიან რთულია. ჩემპიონთა ლიგის შეხვედრა “მილანთან”? იტალიელებს კარგი გუნდის ყავთ ძლიერი დაცვით. ამას გარდა ისინი ყოველთვის გვიქმნიდნენ პრობლემებს. დარწმუნებული ვარ, რომ “სან სიროზე” ადვილი თამაში არ გვექნება. შეიძლება ახლა “მილანი” საუკეთესო ფორმაში არაა, თუმცა მათ შემადგენლობაში ყავთ ისეთი მოთამაშეები, რომლებსაც შეხვედრის ბედის მარტო გადაწყვეტა შეუძლიათ” – განაცხადა ჩავიმ.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში