workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში

დღის მთავარი მატჩი

check_circle დასრულდა
MATCHDAY
ჩემპიონთა ლიგა schedule 23:00

პსჟ

პსჟ ლოგო
4 - 2
ბარსელონა ლოგო

ბარსელონა

arrow_forward მატჩ-ცენტრი
დუე 38'sports_soccer ერნანდესი 72'sports_soccer ვიტინია 81'sports_soccer რუისი 86'sports_soccer
ესპარტი 55'sports_soccer იამალი 79'sports_soccer
მესი:”სიგიჟეა, როდესაც ჯორდანს ან მუჰამედ ალის მადარებენ”

მესი:”სიგიჟეა, როდესაც ჯორდანს ან მუჰამედ ალის მადარებენ”

კატალონიის “ბარსელონას” ლიდერმა ლიონელ მესიმ, El Periódico de Catalunya-ს მისცა ინტერვიუ და რამდენიმე საინტერესო კომენტარი გააკეთა. მოგეხსენებათ ლეო ძალიან თავმდაბალია და არ უყვარს ტრაბახი: “მე არ მეგონა თუ მოვიგებდი “ოქროს ბურთს”. როდესაც ჩემი სახელი გამოაცხადეს ძალიან გამიკვირდა, არ ველოდი.”

“ეს სიგიჟეა, როდესაც ისეთ ათლეტებს მადარებენ, როგორებიც იყვნენ მაიკლ ჯორდანი და მუჰამედ ალი, თუნდაც იუსეინ ბოლტი. არ მიყვარს შედარებები. ვინ ვარ მე, რომ თავი სხვას შევადარო. მე ვაკეთებ ჩემს საქმეს და როდესაც კარიერას დავასრულებ, შედეგს შემდეგ შევხედავ.”

შვილმა შეცვალა მისი ცხოვრება: ” როდესაც ჩემს განვლილ ცხოვრებაზე ვფიქრობ, ვხედავ რომ ყველაფერი განსხვავებულია. ტიაგომ ძალიან შეცვალა ჩემი ცხოვრება. უფრო მეტად, ვიდრე “ოქროს ბურთებმა”.“

“ყველაზე მეტს ჩემს თავს მე ვაკრიტიკებ. ვხედავ, როდის ვაკეთებ კარგს და როდის ცუდს,” განაცხადა არგენტინელმა.

მესიმ ასევე ისაბრა პეპ გუარდიოლასა და ტიტო ვილანოვაზე: ” მათ ერთნაირი სტილი აქვთ. ვარჯიშებზე ზუსტად იგივე ხდება ახლა, რაც ბოლოს წლების განმავლობაში. ჩვენი წარმატების საიდუმლო ისაა, რომ სიამოვნებას ვიღებთ ფეხბურთის თამაშით, ვართ კარგი ადამიანები და შესანიშნავი გუნდი,” დაასრულა ლიონელ მესიმ. 

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward