მატჩისშემდგომი მიმოხილვა: მარკ-ანდრე ბარტეზი

მატჩისშემდგომი მიმოხილვა: მარკ-ანდრე ბარტეზი

როგორც ვივარაუდეთ სულ სხვა “ბარსა” ვიხილეთ ჩემპიონთა ლიგაზე, იმიტომ, რომ იმ “ბარსას”, რომელიც ყველას ძალიან მოგვწონს დანი ოლმო ჰყავს შეტევაში, ახლა კი ოლმო ისვენებს და ძველი პრობლემები დაბრუნდა. ელემენტალურად, არავინ არის ისეთი მოედანზე ვინც ბოლო პასს გააკეთებს, ან ლევანდოვსკიმდე მიიტანს ბურთს. აბა, გადახედეთ წინა თამაშებს, პოლონელი სულ სხვა ფეხბურთს თამაშობდა, იმიტომ, რომ ხშირად იყო ბურთით, ექმნებოდა მომენტები, ახლა კიდევ წინა სეზონის მსგავსად თამაშგარეშე დარჩა. 

ისიც ვთქვით რომ “ბარსას” ოლმოს შემცვლელი არ ჰყავს, ერთადერთია ამ პოზიციაზე. მხოლოდ რაფინია მოუსინჯავთ თავდამსხმელებს უკან და კარგი თამაში რომ დავაბრალოთ უნამუსობა იქნება. არასტაბილურია. ხან გამოდის რაღაც, ხან არ გამოდის, ერთის თქმა კი დანამდვილებით შეიძლება, რაფინია ათიანი არ არის. 

ასე რომ, “მონაკომ” “ბარსა” მეორედ დაამარცხა. ჩემპიონთა ლიგის ახალი ფორმატიდან გამომდინარე რევანშის შანსი აღარ იქნება. 

სასტარტო თერთმეტეული 

შევხედე თუ არა ვიფიქრე რომ ცუდად იყო საქმე, მაგრამ ფლიკსაც დიდად ვერ დავძრახავთ, აღარავინ დარჩა ნახევარდაცვაში. არც დე იონგი ჰყავს, არც გავი, არც ფერმინი, ბერნალი აღმოაჩინა და მთელი სეზონით დაკარგა, ბოლოს ოლმოც მოისაკლისა და ვინღა დარჩა? ბერნალის შემცვლელი კასადო და ნახევარმცველად გადაკეთებული გარსია. არ ვიცი რას ელოდა ამ დუეტისგან, მაგრამ ბევრი არაფერი იყო მოსალოდნელი. 

რისი გაკეთება შეეძლო ფლიკს? იქნებ რაც ზემოთ აღვნიშნეთ ის გაეკეთებინა? კასადო თავის ადგილზე, პედრი თავის ადგილზე და ოლმო რაფინიას ჩაენაცვლებინა. ასე უფრო მობილური და აგრესიული იქნებოდა “ბარსას” ცენტრი. რაფინიას ადგილს კი ან ფერანი დაიკავებდა, ან ფატი, მაგრამ!!! საქმეც ეს არის, ფატი ახლახანს გამოჯანმრთელდა, ერთი ტაიმის თამაშიც კი არ შეეძლო, რეკომენდაცია 15 წუთი იყო. ფერან ტორესმა კი ისე საშინლად დაიწყო სეზონი რომ ფლიკი უბრალოდ აღარ ენდო, მით უმეტეს, რომ ბოლო ტურში ძალიან უაზრო წითელი ბარათი მიიღო და ალბათ დასაჯა კიდეც სკამზე დასმით. 

ერთი მხრივ, ვერ მოვუწონებ ფლიკს სასტარტო შემადგენლობას, მეორე მხრივ კი ვაღიარებ რომ არჩევანი საერთოდ არ ჰქონია. 

რა სჭირს შტეგენს?

 როგორც იქნა გერმანიის ნაკრების პირველი ნომერი გახდა, მიაღწია იმას, რასაც მთელი ცხოვრება ეჭიდავებოდა, ჰოდა, მაინცდამაინც ახლა აურია. ასე თუ გააგრძელებს ისევ ნომერი მეორე გახდება. თითქოს ფაბიენ ბარტეზი ჩაუსახლდაო. ასე ბარტეზი იქცეოდა თავის დროზე, ფერგიუსონი ბუცს კი არა ნაგვის ურნას ესროდა ყოველ შესვენებაზე, აბა, გაიხსენეთ “არსენალთან” მისი გმირობები, ტიერი ანრის ეშმაკური გამოხედვა, თითქოს ეკითხებოდა, ძმაო, ფაბიენ, შენ ალაოდ ხომ არ ხარო? გაიხსენეთ “დეპორტივოსთან” მატჩები, გაიხსენეთ ლიგა 1 – ის მატჩი, როცა ბარტეზმა მოიწყინა და კარის ძელს ძაღლივით მიაფსა. მისგან არავის უკვირდა, საფეხბურთო სამყაროს ფანტომასი იყო, აი, შტეგენი სულ სხვა სკოლის წარმომადგენელია, სულ სხვა რეპუტაციის კაცი, ეს რა სიგიჟეები აკეთა?! 

სეზონის წინ, “მონაკოსთან” ანალოგიურ შეცდომას მოჰყვა გოლი, მაშინ ინიგომ მისცა ბერნალს, მეტოქემ დაასწრო და გოლი მივიღეთ. ბერნალს დავაბრალე, დიდხანს იყურა აქეთ-იქით და ბურთი ვერ გააკონტროლა, დაასწრეს და გაგვიტანეს. ახლა ზუსტად იგივე მოხდა, შტეგენის პასის ადრესატი ამჯერად გარსია იყო, ჩამოირბინა ბურთის მისაღებად, მერე წინ დაიწყო მოძრაობა და ამ დროს გაუკეთა შტეგენმა პასი. მარკ-ანდრე საერთოდ ვერ გრძნობს თანაგუნდელების მზადყოფნას, საერთოდ ვერ გრძნობს როდის არიან მზად ბურთის მისაღებად, გადაწყვეტილების მიღებას აგვიანებს და მცირე დოზით დემბელეს სინდრომიც შეეყარა – ხან ნაადრევად მოქმედებს, ხან დაგვიანებით, მაგრამ არასდროს თავის დროზე. 

რა თქმა უნდა, მთავარი დამნაშავე შტეგენია. გარსიას ჯობდა არ აეღო ბოლო იმედის ჯარიმა, მაგრამ წამებში ვერ გადაწყვეტ ასე მარტივად, მსაჯის ამოღებულ ყვითელზე ალბათ იფიქრა რომ გადარჩა, მაგრამ ვერა.. ვერ გადარჩა. ვერც გარსია, ვერც “ბარსა” და ვერც შტეგენი. 

გერმანელმა მეორე ტაიმში კიდევ ერთი სიგიჟე გააკეთა, გოლი აღარ გასულა, მაგრამ ამას დიდი მნიშვნელობა აღარ ჰქონია, მარცხს და ნულ ქულას აღარაფერი ეშველება. დასაწყისი ცუდია. გამოსწორებისთვის დრო ჯერ კიდევ ბევრია. 

ჯორდანის თვალწინ

არავის უთამაშია კარგად, მათ შორის, არც ლამინე იამალს, მაგრამ ერთი მაინც გაიბრწყინა, ეს კიდევ დიდ ვარსკვლავებს სჩვევიათ ხოლმე. შეიძლება თამაში არ წაუვიდეს, შეიძლება მთლიანად გუნდი იყოს ცუდი, მაგრამ თავის მომენტს იპოვის და შეასრულებს. ასეც მოხდა, ნახევარმომენტი გოლად აქცია. დამაგვირგვინებელ ფაზაში ძალიან მომატებული აქვს, ტვინი და ტექნიკა კიდევ არასდროს აკლდა. 

თამაშს მაიკლ ჯორდანი დაესწრო. მსოფლიოს უდიადესი ათლეტი. რამ მიიყვანა სტადიონზე? ეჭვი არ მეპარება რომ იამალის სანახავად მივიდა. ჯორდანი შორიდანვე გრძნობს ახალ ტალანტს, ან, უბრალოდ უთხრეს რომ ღირდა ამ ბიჭის ნახვა, ან ყური მოკრა რომ სულ რაღაც 16 წლისამ დაიწყო ევრო და 17 წლისა უკვე ჩემპიონი გახდა. მოვიდა ღმერთი სანახავად და დიდი ვერაფერი თამაში ნახა, მაგრამ იმ ერთ მომენტში მიხვდებოდა, რომ განსაკუთრებული ვინმეა ჩვენი იამალი. 

ეგ ერთი იყო სასიხარულო, ისე კიდევ, ჩავის “ბარსელონა” გაგვახსენდა და არ ვარგა ეგ ამბავი, ცუდი გასახსენებელია. 

შემდეგი მატჩი “ვილიარეალთან” არის ჩანიშნული. იმედი უნდა ვიქონიოთ რომ ვინმე მაინც დაბრუნდება ნახევარდაცვის ცენტრში. მეორე მხრივ, ვინც არ უნდა დაბრუნდეს, ოლმოს მაინც ვერავინ შეცვლის. 

ჰოდა, დავაკვირდეთ, სხვა რა დაგვრჩენია. 

გახდი გლოვერი!

დარეგისტრირდი გლოვოს კურიერად და მიიღე 125, 200 ან 300 ლარი ბონუსი.

რეგისტრაცია

კომენტარები (17)

  • nika 54
    22 სექ 2024, 14:53

    მთავარია ვილარეალთან ისევ დაბნეულები არ გამოვიდნენ, როგორც პენალტის გაშვების შემდეგ რო დაყ–დნენ და ბურთზე კონტროლი ვეღარ დაიბრუნეს.

  • rivaldo80
    20 სექ 2024, 22:49

    ციტატა: Bakero

    ციტატა: rivaldo80
    მე მაინც ჩემ აზრზე ვრჩები რომ გავათანაბრეთ უნდა შემოეყვანა ნახევარმცველი სამი შემტევით თამაში იყო სიგიჟე ფრეს მაინც წამოვიღებდით.


    ლოგიკურად მართალს ამბობ მინდა დაგეთანხმო მაგრამ ვერანაირად ვერ დაგეთანხმები იმიტომ რომ bench-ი ნახე რომელი შემოეყვანა ტორე თუ გილერმო ფერნანდესი ?! ფიზიკურად მეტი არავინ ჰყავდა confused


    რაფინიას გავიყვანდი ან იამალს და ტორეს შემოვიყვანდი გაწყდნენ კასადო და პედრი ფიზიკურად ვერ გაუძლებდნენ

  • Rick Sanchez
    20 სექ 2024, 19:50

    უბრალოდ დავივიწყოთ ეს წაგება ვილიარეალზე ვიფიქროთ.

  • Bakero
    20 სექ 2024, 19:23

    ციტატა: rivaldo80
    მე მაინც ჩემ აზრზე ვრჩები რომ გავათანაბრეთ უნდა შემოეყვანა ნახევარმცველი სამი შემტევით თამაში იყო სიგიჟე ფრეს მაინც წამოვიღებდით.


    ლოგიკურად მართალს ამბობ მინდა დაგეთანხმო მაგრამ ვერანაირად ვერ დაგეთანხმები იმიტომ რომ bench-ი ნახე რომელი შემოეყვანა ტორე თუ გილერმო ფერნანდესი ?! ფიზიკურად მეტი არავინ ჰყავდა confused

  • C.PC5
    20 სექ 2024, 13:48

    ყველას ჩაუვარდა ეს თამაში, არ იყო ბარსას დღე, ოლმოს გარეშე შეტევა ნულს ქვემოთ იყო, ვერც იწყებდნენ და ვერც ამთავრებდნენ, ამიტოა საჭირო მეტი დრო მიიღოს ტორემ, კი დაბრუნდება გავი და ფერმინი, მაგრამ ისინი სხვა თამაშებში იქნებიან, მონაკოსთან წაგებას ვეღარავინ შეცვლის აწი, პედრი-ტორეს დუეტს შეიძლება გამოსვლოდა რამე პედრი-ოლმოსთან მიახლოებული. მთავარი მაინც შტეგენი იყო, ნუ ტიპმა არაუხოზე ნაკლები რით ვარო და აიღო ლიგაზე კიდევ ერთ მატჩში შერცხვენის ვალდებულება საკუთარ თავზე. პასების სიზუსტით დავინტერესდი თამაშის მერე, ტიპს 64% ქონდა ზუსტი პასები, კაი ჯანდაბას დავაბრალოთ ასაკს ისეთი რეაქცია რომ აღარ აქვს დარტყმებზე, ან ფორმაში არაა და მაგას დავაბრალოთ, მარა ფეხით თამაში ხო იყო მაგის ძლიერი მხარე ყოველთვის?! ერთი პერიოდი დაჟე გრძელ პასებში მაქსიმუმ 1-2 შეცდომა დაეშვა, მოკლე პასებზე ხო აღარ ვამბობ არაფერს, რამ დააღლევა ასე რომ ნახევარ პასებს არასწორად აკეთებს, ცხადი ისაა რო პრესინგის ქვეშ თამაშს ვერ აუღო ალღო, ყოველთვის როცა აპრესინგებს მეტოქე ესეც ურევს, დაცვამ ისწავლა, ნახევარდაცვამ ისწავლა მაგ პრესინგთან ასეთუისე გამკლავება და ახლა შტეგენი გასულელდა, ბევრი აქვს გაკეთებული ბარსასთვის, ერთგულიც იყო ყოველთვის, რამდენი საოცარი სეივი გაუკეთებია და რამდენჯერ აუფარებია ლენგლე-პიკეს უკანალზე ხელი, მაგრამ დროა მოუძებნონ შემცვლელი, ზამთავრშივე თუ მოიყვანენ ვინმეს კარგია, თუმცა ეგ ნაკლებად სარწმუნოა. მე პირადად კაპიტნებს დიდ ყურადღებას ვაქცევ ყოველთვის თან, ნუ პუიოლზე უკეთესი ვერც იარსებებს ასე მგონია და შტეგენი თვითონ რომ მზევდება რთულ სიტუაციაში მაგან გუნდს რა უნდა მიუთითოს?! ლალიგაში ვალენსიებთან და ვალიადოლიდებთან მეც ვუკაპიტნებ არას პრობლემა, არ ქმნიან ისინი დიდ საფრთხეს. ფლიკს რაც შეეხება მე ვერ ვამტყუნებ შემადგენლობის არჩევაში ფეოლასგან განსხვავებით, ფერანი და ლევანდოვსკი ერთად რომ დგებიან მაგათ უკან სულ რომ ინიესტა დაუყენო ვერაფერს ვერ იზამენ მაინც, ერთი მკვდარია და მეორე ვენოკი ზემოდან, ერთი წითელი ჯობია მაგათ ერთან ყოფნას მინდორზე, -2 კაცია მაგათი ერთად ყოფნა ჩვეულებრივად.

  • rivaldo80
    20 სექ 2024, 13:47

    მე მაინც ჩემ აზრზე ვრჩები რომ გავათანაბრეთ უნდა შემოეყვანა ნახევარმცველი სამი შემტევით თამაში იყო სიგიჟე ფრეს მაინც წამოვიღებდით.

  • PUIOL5
    20 სექ 2024, 12:57

    ციტატა: basa7
    ნუ ეს თამაში ჩაუვარდა შტეგენს და ნუ შეჭამთ ახლა


    რომელი თამაში არ ჩაუვარდა, რასაც ვაგებთ ბოლო წლებში მეტწილად შტეგენის დამსახურებით, მეტოქეზე ბურთის ჩაბარება, შორიდან დარტყმა უეჭველი გოლია, გუშინაც ორივე ასაღები გოლი გაუშვა. ტიპი ნელნელა ონანას დონის მეკარე ხდება. ემი მარტინესი მაინც მოიყვანონ

    ციტატა: Aroni
    მე ერთი ვერ გავიგე, კი შტეგენმა დაუშვა შეცდომა, მაგრამ!!! გარსიამ უფრო დიდი დაუშვა როცა გააგდეს. გარსიას უნდა ეცადა რათქმა უნდა გადარჩენა გუნდის, მაგრამ გაგდებას ჯობდა გოლი გაეშვათ… შტეგენმა დაუშვა შეცდომა რო ეგ მომენტი შეიქმნა, მაგრამ რო გააგდეს გარსია ეგ უკვე გარსიას არასწორი გადაწყვეტილებას მოყვა. იმიტომ არ მომწონს ეგ ფეხბურთელი, ან პენალტს იკიდებს ან თავს იგდებს. მე შტეგენს არ ვამართლებ, უბრალოდ გარსიას რო სწორედ ეთამაშა და თავი არ გაეგდო შტეგენის ბრალი იქნებოდა ეგ გოლი(ისიც თუ გავიდოდა) და 10 კაცით რო დარჩნენ 10წუთიდან ეგ უკვე გარსიას ბრალია. ჩვენი კომენტატორები ხო აზრზე არ არიან, გარსიას გაგდებას შტეგენს აბრალებდნენ…


    შტეგენის ბრალი იყი გარსიას გაგდებაც, უხერხულ მომენტში მიცა არაზუსტი პასი და რა ექნა, ბურთისთვის იბრძოდა, ეგრე უცებ წამის მეასედში ვერ გაიზრებდა და შეაფასებდა სიტუაციას ამიტომ არის გარსიას ბრალი. არაუხოს მომენტი გაიხსენე, ურუგვაელს ბევრი დრო ქონდა მოსაფიქრებლად რა უნდა გაეკეთებინა და იმან ითამაშა ჯარიმაზე, გაცილებით გამოცდილმა მცველმა. გარსია არც მე არ მევასება და მინდოდა გაეყიდათ მაგრამ ამ სიტუაციაში ვერ დავადანაშაუკებ, ფაქტობრივად დროც არქონდა გააზრების და სიტუაციის შეფასების, ყველას მესის ინტელექტი არააქვს ყველაფერი წინასწარ რომ ქონდეს განსაზღვრული

  • SHAREONEDEAD
    20 სექ 2024, 12:48

    ესეთი შემადგენლობით ვერაფერს გახდება გუნდი სამწუხაროდ. აქედან მთელი მადრიდი და ლალიგის დირექცია ებრძვის, იქიდან ტრამვები. ყველაფერი გააკეთეს იმისთვის რო გუნდს დიდი და მნიშვნელოვანი ტრანსფერები ვერ გაეკეთებინა სრული უსამართლობა გვარდიოლაც კი ვერ იზავდა ვერაფერს ესეთი გუნდით. ნეტა ისევ ყავდეთ გრიზმანი ეხლა საბედისწერო მნიშვნელობა ექნებოდა გუნდისთვის რა რაფინია საერთოდ პროფესიონალურ ფეხბურთში რატოა. ისე რატომღაც მგონია რო ზემოდან ვიღაც სერიოზულ ინვესტიციებს აკეთებს ბარსელონას ტალანტების ლაზარეთში მოთავსებისთვის, არცერთი საშუალო ან საშუალოზე დაბალი დონის ფეხბურთელი(საკმაოდ არიან) არ დამტვრეულა, სულ მნიშვნელოვანი მოთამაშეები და სულ ნიჭიერი ფეხბურთელები გვემტვრევა რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს თან განა ორი კვირით ან რამე, 6 თვიანი და 12 წლიანი ტრამვები აიკიდეს ძმებმა.რა ეშველება ამ გუნდს ნეტა

  • Gaucho24
    20 სექ 2024, 12:01

    არადა რამდენი მომენტი ქონდა რაფინიას , ეგ არავის უხსენებია , ხან ჩამოეძინა ერთი-ერთზე ხან ბურთი აებლანდა , სისწრაფე დააკლდა , თორე გვქონდა მომენტები , თამაში არავის წაუვიდა , თითქოს დაღლილები იყვნენ და ძალების შენახვას ვილიარეალისთვის აპირებდნენ , გარსიას გაგდებამ კი ყველაფერი არია და მონაკომაც იგრძნო თავისი შანსი , ზოგადად ფეხბურთში ყველაზე ცუდია ნახევარმცველის გაგდება როდესაც 3 ნახევარმცველით ხარ რადგან ცენტრს ეგრევე კარგავ , სკამი რომ გვყოლოდა ან ვინმე ნორმალური მაინც , გადავეწყობოდით , 3-5-1 ზე კუნდე ინიგო კუბარსი , რაფინია ლამინე ფლანგებზე და ცენტრში დავამატებდით კაცს მაგრამ ეგეც ვერ მოხერხდა და მთელი 80 წუთი 2 ნახევარმცველით თამაში ფაქტიურად შეუძლებელია , ვერცერთი გუნდი ვერ იზამს მაგას , ეგრე ვერავინ ვერ მოიგებს , ამიტომ მთლიანად შტეგენის კისერზეა ეს მარცხი , გარსიას არ უნდა მიეღო მაგრამ ბრძოლაში მისცა პასი და რთულია ასეთ დროს უჯარიმოდ თამაში , არაუშავს , ტრავმირებულები რომ დაბრუნდებიან სხვა გუნდი ვიქნებით..

  • basa7
    20 სექ 2024, 11:32

    ნუ ეს თამაში ჩაუვარდა შტეგენს და ნუ შეჭამთ ახლა

  • akaki
    20 სექ 2024, 10:41

    გავკარი ლაპორტას და მის შტაბს.თორემ მამარდა ხელიდან იყო გასაშვები?გინდაც კვარა.ორივე მაგრად დახატავდა ბარსას.შტეგერი გასაშვებია უკვე.მაგრად თოხლაობს…გარსია საერთოდ აღარ უნდა ათამაშოს.წითლის აკიდებას გაეშვა და თუ გაიტანდა.გატანილი იქნებოდა.და გაათანაბრებდა მაინც მერე ბარსა.ასე მაინც არ გაგვათახსირებდენ.გადაგვიარა მონაკომ.

  • Aroni
    20 სექ 2024, 10:23

    მე ერთი ვერ გავიგე, კი შტეგენმა დაუშვა შეცდომა, მაგრამ!!! გარსიამ უფრო დიდი დაუშვა როცა გააგდეს. გარსიას უნდა ეცადა რათქმა უნდა გადარჩენა გუნდის, მაგრამ გაგდებას ჯობდა გოლი გაეშვათ… შტეგენმა დაუშვა შეცდომა რო ეგ მომენტი შეიქმნა, მაგრამ რო გააგდეს გარსია ეგ უკვე გარსიას არასწორი გადაწყვეტილებას მოყვა. იმიტომ არ მომწონს ეგ ფეხბურთელი, ან პენალტს იკიდებს ან თავს იგდებს. მე შტეგენს არ ვამართლებ, უბრალოდ გარსიას რო სწორედ ეთამაშა და თავი არ გაეგდო შტეგენის ბრალი იქნებოდა ეგ გოლი(ისიც თუ გავიდოდა) და 10 კაცით რო დარჩნენ 10წუთიდან ეგ უკვე გარსიას ბრალია. ჩვენი კომენტატორები ხო აზრზე არ არიან, გარსიას გაგდებას შტეგენს აბრალებდნენ…

  • araujo4
    20 სექ 2024, 08:23

    ეხლა ჩავხედე კალენდარს, ზედიზედ 5 თამაში აქვთ ყოველ 3 დღეში ერთხელ, მერე ორ კვირიანი პაუზა და ისევ ყოველ 3 დღეში ერთხელ თამაში. უდიდესი რესურსია საჭირო რო აქ უტრავმოთ გამოვძვრეთ, რაც ჩვენ არ გაგვაჩნია…

  • La Pulga10
    20 სექ 2024, 07:13

    ფერმინი და ოლმო დაბრუნდებიან და აღარ გვექნება სანერვიულო რაა. მერე გავი, სლე იონგი, კრისტენსენი და არაუხო. კაროჩე ოლმოს გარეშე რამენაირად უნდა გადავაგოროთ ეს თამაშები და რო დაბრუნდება დალაგდება ყველაფერი. აი ზამთარში საყრდენთან ერთად მეკარეც უნდა მოინახოს.

  • barca9999
    20 სექ 2024, 04:35

    მონაკოს პრინციც მანდ იჯდა ვინმე დამაჯერებთ ტოტალიზატორებზე არაა თამაში? ყველა გუნდი თამაშობს მეგოვრებო ტოტალიზატორზე და არც ბარსა იქნება გამონაკლისი როცა გუნდს ამდენი ვალი აქ. საგანგაშო არაფერი იყო ფული კი ოპტომ წამოვიდა.

  • Albicelecte
    20 სექ 2024, 02:18

    როცა შუა ხაზზე 5 კაცი გაკლია და მერე 10 კაცით რჩები, უკვე რთულადაა საქმე;
    ცუდია რომ განმეორებით არაა, რომ დასაჯო წუნკალი რიბოლოვლების გუნდი, რომ ვეღარ გაბედიონ ასეთი თავხედობა

  • ტერ შტეგენი
    ტერ შტეგენი ვეტერანი
    20 სექ 2024, 02:09

    დღევანდელ შემთხვევაში ჩემთვის პირადად ფლიკის ბარსელონა დიდად არაფრით განსხვავდებოდა ხავის ბარსელონასგან.ამას მწრვთნელს ვერ დავაბრალებ,ეს არც ხავის ბრალი იყო და არც ფლიკის ბრალი არაა იმის ფონზე როცა ნახევარი გუნდი ტრავმირებულია.ჩვენს მეკარეს რაც შეეხება ეგ დემბელეს დონეც აღარ იყო მემგონი უკვე.