“მალაგას” არგენტინელი თავდამსხმელი ხავიერ პედრო სავიოლა, რომელმაც ევროპული კარიერა “ბარსელონაში” დაიწყო, “კამპ ნოუს” 8-წლიანი შესვენების შემდეგ უბრუნდება. უკანასკნელად, ამ სტადიონზე, მან 2005 წელს, “სევილიას” შემადგენლობაში ითამაშა, როდესაც მისი გუნდი “ბარსასთან” 1:2 დამარცხდა. “სევილიას” გარდა, სავიოლას “მონაკოს”, “რეალის”, “ბენფიკასა” და “მალაგას” მაისურით უთამაშია, მაგრამ “კამპ ნოუზე” არცერთხელ.
2001 წელს, სავიოლა “ბარსელონაში” არგენტინული “რივერ პლეიტიდან” გადავიდა. კატალონიურ კლუბში, ის 2004 წლამდე თამაშობდა, რის შემდეგაც, “ბაჭია” ჯერ “მონაკოში”, ხოლო შემდეგ “სევილიაში” გაანათხოვრეს.
“სანჩეს პისხუანზე” ერთი წლის გატარების შემდეგ, სავიოლა “ბარსელონაში” დაბრუნდა. შემდეგ იყო 2 წარუმატებელი სეზონი მადრიდის “რეალში” და 2009 წელს, არგენტინელმა პორტუგალიურ “ბენფიკას” მიაშურა.
“მალაგაში”, სავიოლა მიმდინარე სეზონის დასაწყისში გადავიდა და ანდალუსიელთა შემადგენლობაში ჩატარებულ 21 მატჩში, მან 6 გოლი გაიტანა.
“ბარსელონაში” გატარებული 4 სეზონის განმავლობაში, სავიოლამ 168 თამაში ჩაატარა და გატანილი გოლით თავი 70-ჯერ გამოიჩინა.