ესპანეთის ჩემპიონატის ნახევარი უკვე მიიწურა. განვლილი 19 ტური, “ბარსელონასთვის” იმაზე წარმატებული გამოდგა, ვიდრე კატალონიური კლუბის გულშემატკივრებს შეეძლოთ წარმოედგინათ. ვილანოვას გუნდმა, 57 შესაძლებლიდან, 55 ქულა აიღო და ესპანეთის ჩემპიოანტის ახალი რეკორდი დაამყარა.
აქამდე, 19 ტურში “ბარსას” საუკეთესო მაჩვენებელი 52 ქულა იყო. ეს შედეგი კატალონიელებმა 2010-11 წლების სეზონში, პეპ გუარდიოლას მწვრთნელობის დროს აჩვენეს.
ზამთრის ჩემპიონობა “ბარსელონას” “მალაგასთან” 3:1 მოგებულ შეხვედრამდეც განაღდებული ჰქონდა. აქამდე, 18-ჯერ დაფიქსირდა შემთხვევა, როდესაც კატალონიელები პრიმერას შუაწელს ლიდერის რანგში შეხვდნენ და აქედან 11-ჯერ “ბარსამ” ჩემპიონობა იზეიმა. ასე მოხდა ბოლო სამ შემთხვევაშიც – 2008/09, 2009/10 და 2010/11 წლებში.
| სეზონი | ჩემპიონი | ზამთრის ჩემპიონი |
| 1958/59 | ბარსელონა | ბარსელონა |
| 1963/64 | რეალი | ბარსელონა |
| 1970/71 | ვალენსია | ბარსელონა |
| 1972/73 | ატლეტიკო | ბარსელონა |
| 1973/74 | ბარსელონა | ბარსელონა |
| 1976/77 | ატლეტიკო | ბარსელონა |
| 1981/82 | სოსიედადი | ბარსელონა |
| 1984/85 | ბარსელონა | ბარსელონა |
| 1986/87 | რეალი | ბარსელონა |
| 1990/91 | ბარსელონა | ბარსელონა |
| 1997/98 | ბარსელონა | ბარსელონა |
| 1998/99 | ბარსელონა | ბარსელონა |
| 2004/05 | ბარსელონა | ბარსელონა |
| 2005/06 | ბარსელონა | ბარსელონა |
| 2006/07 | რეალი | ბარსელონა |
| 2008/09 | ბარსელონა | ბარსელონა |
| 2009/10 | ბარსელონა | ბარსელონა |
| 2010/11 | ბარსელონა | ბარსელონა |