workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
როურა: „მალაგასთან“, გუნდს ვილანოვა გაუძღვება“

როურა: „მალაგასთან“, გუნდს ვილანოვა გაუძღვება“

ესპანეთის ჩემპიონატის მე-19 ტურის ცენტრალური მატჩის წინ, ტიტო ვილანოვას თანაშემწე ხორდი როურა მეტოქეს აქებს და აცხადებს, რომ “მალაგა” რთული მეტოქეა. როურას მიერ პრესკონფერენციაზე გაჟღერებული მთავარი ინფორმაცია კი ისაა, რომ “ლა როზალედაზე” გამართულ შეხვედრაში, გუნდს ვილანოვა უხელმძღვანელებს.

“მართალია, გასულ ზაფხულში, მეტოქეს ფინანსური პრობლემები ჰქონდა, მაგრამ ამან გუნდის თამაშზე უარყოფითად არ იმოქმედა. “მალაგა” ექსტრაორდინალურ სეზონს ატარებს. მანუელ პელეგრინი შესანიშნავი მწვრთნელია, რომლის გუნდიც რთული მეტოქეა.” – აცხადებს როურა.

ტიტო ვილანოვასთან დაკავშირებით, როურამ შემდეგი განაცხადა: “ტიტო ძალიან ძლიერი ადამიანია და ამ თამაშისთვის ის მზად იქნება. ამას ჩვენ ყველანი ვნახავთ. ვილანოვა გუნდის მთავარი მწვრთნელია, რომელიც ყველას მოტივაციას გვმატებს. მნიშვნელოვანია, რომ ის ჩვენთან ერთადაა.”

ხორდი როურამ უკმაყოფილება გამოთქვა იმის გამო, რომ “მალაგას” წინააღმდეგ, გუნდს დავიდ ვილია ვერ დაეხმარება. “მან “კორდობასთან” გამართული შეხვედრა ვერ დაამთავრა. ჩვენ მას მოედანი თავის დაზღვევის მიზნით დავატოვებინეთ. ვილიას ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ინფორმაციას ველოდით და დღეს გაირკვა, რომ ის ჩვენთან ერთად ანდალუსიაში ვერ გაემგზავრება. კარგია, რომ თითქმის ყველა ფეხბურთელი გამოჯანმრთელდა, მაგრამ მეორეს მხრივ, ძირითადი შემადგენლობის შერჩევის დროს, ეს მწვრთნელს თავსატეხს უჩენს.”

ბოლოს, როურამ პედროზეც ისაუბრა: “ის ჩვენი კლუბის აღზრდილია ფეხბურთელია, რომელმაც სერიოზული პროგრესი განიცადა. გულახდილად გითხრათ, ის ძალიან პროდუქტიულია და ვფიქრობ, ახალგაზრდა ფეხბურთელებისთვის მაგალითი უნდა იყოს.”

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward