ვიქტორ ვალდესის აგენტი ხინეს კარვახალი ანდონი სუბისარეტას კომენტარს ეხმაურება და აცხადებს, რომ მის კლიენტსა და კლუბს შორის, ახალ კონტრაქტთან დაკავშირებით, მოლაპარაკებები არც კი დაწყებულა.
ცოტა ხნის წინ, “ბარსას” სპორტულმა დირექტორმა განაცხადა, რომ ვალდესთან მოლაპარაკებები წარმატებით მიმდინარეობს, რასაც ფეხბურთელის აგენტი უარყოფს.
“ამჟამად, მოლაპარაკებები არც კი დაგვიწყია. სუბისარეტასთან რამდენჯერმე ვისაუბრეთ და მან შეგვატყობინა, რომ ახალ კონტრაქტთან დაკავშირებით ლაპარაკი სურს, მაგრამ საქმე ამაზე შორს არ წასულა.
სუბისარეტას სურს, რომ მოლაპარაკებების მაგიდას მივუსხდეთ და ვალდესის მომავალზე ვისაუბროთ. როდესაც ის გვეტყვის, ასეც მოვიქცევით და მათ შემოთავაზებას განვიხილავთ. როდესაც კლუბი მოისურვებს, მოლაპარაკებებს დავიწყებთ, მაგრამ ჯერ არაფერი მომხდარა.” – აცხადებს ვიქტორ ვალდესის აგენტი.