ლონდონის “არსენალის” მთავარი მწვრთნელი არსენ ვენგერი პირადად შეეცდება გადაიბიროს ესპანელი ფორვარდი დავიდ ვილია.
აქამდე ვრცელდებოდა ხმები, რომ ლონდონელები აპირებდნენ ვილიას 17 მილიონ ევროდ შეძენას. ზოგიერთი ჟურნალის მტკიცებით, შეთავაზება ოფიციალურადაც იყო გაკეთებული.
ბრიტანული და ესპანური პრესა კი იტყობინება, რომ არსენ ვენგერს პირადად სურს გადაიბიროს ფორვარდი საკუთარ გუნდში. ეს ტრანსფერი, ფრანგის სურვილით, ზამთრის სატრანსფერო ფანჯრისას უნდა განხორციელდეს.
31 წლის ესპანელი ფორვარდი კი თავს არც ისე კარგად გრძნობს. უმძიმესი ტრავმის შემდეგ, მან დაკარგა ძირითად შემადგენლობაში ადგილი და ახლაც ცოტა სათამაშო დროს იღებს. მან რამდენჯერმე უკვე მიახვედრა ხელმძღვნალეობა, რომ არაა წინააღმდეგი თუ გუნდს შეიცვლის, “ბარსელონას” კი ვილიას გაშვება ზაფხულამდე არ სურს.