workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
“ბარსელონა” გუაიტათი კვლავ დაინტერესებულია

“ბარსელონა” გუაიტათი კვლავ დაინტერესებულია

ესპანური “ვალენსიას” კარის დარაჯმა ვისენტე გუაიტამ შესაძლოა კარიერა კატალონიის “ბარსელონაში” გააგრძელოს, იტყობინება ყოველდღიური გამოცემა “ელ მუნდო დეპორტივო”.

ზემოთ ხსენებული წყაროს ცნობით, “ლურჯ-ბროწეულისფერთა” ხელმძღვანელობას სურს, რომ გუაიტათი ჩაანაცვლოს ან ვიქტორ ვალდესი, ან ხოსე მანუელ პინტო. “ბარსას” ორივე მეკარეს კონტრაქტი 2014 წელს ეწურება. 

თავად გუაიტას “ღამურებთან” კონტრაქტი 2015 წლამდე აქვს გაფორმებული. შეგახსენებთ, რომ ვისენტეთი “ბლაუგრანა” ჯერ კიდევ გასული წლის მაისში დაინტერესდა. მისმა კარგმა თამაშმა ასევე ლონდონის “არსენალის” ყურადღებაც მიიქცია.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward