მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
სანჩესი: “არ მესმის, რატომ უნდა ვიყო უკმაყოფილო “ბარსაში” თამაშით?

სანჩესი: “არ მესმის, რატომ უნდა ვიყო უკმაყოფილო “ბარსაში” თამაშით?

 

“ბარსელონას” ჩილელმა ფეხბურთელმა, ალექსის სანჩესმა განაცხადა, რომ კატალონიური კლუბის დატოვებას არ აპირებს.

 

“მე კარგად ვთამაშობ “ბარსელონაში”. მნიშვნელოვან შეხვედრებში მუდმივად ძირითად შემადგენლობაში გამოვდივარ, ამიტომაც არ მესმის, რატომ უნდა ვიყო უკმაყოფილო “ბარსელონაში”. თავს გუნდისგან გამოყოფილად არ მივიჩნევ, “ბარსელონასთან” ერთად ტიტულების მოგება მსურს” – ალექსის სანჩესის სიტყვებს “Football Espana” ციტირებს.

 

ალექსის სანჩესი მიმდინარე სეზონში თითქმის ყველა შეხვედრას ძირითად შემადგენლობაში იწყებს, თუმცა ჩილელი მოთამაშის ანგარიშზე 1 გატანილი გოლია.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში