კატალონიის “ბარსელონას” ექს-ფეხბურთელმა პორტუგალიელმა დეკუმ, მადრიდის “რეალის” მწვრთნელი ჟოზე მოურინიო და “ბარსელონას” ექს-თავკაცი ხოსეპ გვარდიოლა ერთმანეთს შეადარა. იტყობინება, Marca.
“მოურინიო – საუკეთესო მწვრთნელია მსოფლიოში, რადგან მან ყველგან მოახერხა გამარჯვება რაც ძალიან ძნელია. მან “ოქროს ბურთი” დაიმსახურა. “ბარსელონაში” მე გვარდიოლასთან ერთად ვმუშაობდი, ის ძალიან კარგი მწვრთნელია მაგრამ მითქვამს და გავიმეორებ, რომ მას ახალი არაფერი მოუფიქრებია, გულშემატკივარმა იგი სხვა კლუბშიც უნდა ნახოს. ახლანდელი “ბარსელონა” ?, ის იგივეა რაც ჩემს დროს იყო განსხვავება კი მხოლოდ მესია.
ვინ მიიღებს “ოქროს ბურთს”? კრიშტიანუ რონალდუ შესანიშნავი იყო ივნისამდე, ახლა კი მესი უბრალოდ საოცრებებს ჩადის” – განაცხადა დეკუმ.