ლეო მესის გამოსასყიდი თანხა არ შეიცვალა მას შემდეგ, რაც ფეხბურთელმა კატალონიურ კლუბთან ხელშეკრულება გაახანგრძლივა.
“marca”–ს ინფორმაციით არგენტინელი მოთამაშის გამოსასყიდი თანხა კვლავ 250 მილიონი ევრო იქნება. ამავე წყაროს ცნობით ჩავი ერნანდესის გამოსყიდვა 80 მილიონად იქნება შესაძლებელი, ხოლო კარლეს პუიოლის 10 მილიონ ევროდ.
შეგახსენებთ, რომ “ბარსელონამ” დღეს დილით გაავრცელა ცნობა იმის შესახებ, რომ ლეო მესი, ჩავი ერნანდესი და კარლეს პუიოლი კლუბთან ხელშეკრულებებს გაახანგრძლივებენ.