კატალონიის “ბარსელონას” 28 წლის ბრაზილიელი მცველი ადრიანო კორეია ფრანგული “პარის სენ-ჟერმენის” ინტერესის სფეროში მოექცა. იტყობინება, Mundo Deportivo.
წყაროს ინფორმაციით 28 წლის ფეხბურთელის აგენტმა “პსჟ”-ს წარმომადგენლებს უკვე შეატყობინა, რომ მისი კლიენტისთვის გაცილებით პრიორიტეტული კარიერის კატალონიის დედაქალაქში გაგრძელებაა.
შეგახსენებთ, რომ ბრაზილიელ ფეხბურთელს “ბარსელონასთან” კონტრაქტი 2014 წლამდე აკავშირებს. ფეხბურთელი “ბლაუგრანას” შემადგენლობაში 2010 წელს გამოჩნდა.


