“ბარსელონას” ფეხბურთელი, ისააკ კუენკა რამდენიმე გუნდის ყურადღების ცენტრში მოხდა, რომლებსაც ზამთარში მისი არენდით გადაბირება სურთ.
21 წლის ესპანელის მოთამაშის მიმართ ყველაზე მეტ ინტერესს “ვალენსია” იჩენს. ამის შესახებ “ბარსელონას” ოფიციალური “ტვიტერი” იტყობინება.
მიმდინარე სეზონში ისააკ კუენკას “ბარსელონას” რიგებში არცერთი შეხვედრა არ ჩაუტარებია. მოთამაშე ნახევარი თვის წინ შეუდგა ვარჯიშს, მას შემდეგ რაც მენისკზე ჩატარებული ოპერაციის გამო 6 თვით უქმობა მოუწია.



