მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
მოლაპარაკებები მესის ახალ კონტრაქტზე დასრულებასთნ ახლოსაა

მოლაპარაკებები მესის ახალ კონტრაქტზე დასრულებასთნ ახლოსაა

 

უახლოეს მომავალში “ბარსელონას” პრეზიდენტი, სანდრო როსელი შეხვედრას გამართავს ლეო მესის მამასთან, ხორხესთან, რათა ახალი კონტრაქტის საბოლოო დეტალები განიხილონ, იტყობინება “El Mundo Deportivo”.

 

ორივე მხარე დიალოგის დადებითად დასრულების მომხრეა, ამიტომაც მოლაპარაკება დიდხანს არ უნდა გაგრძელდეს. მოსალოდნელია, რომ არგენტინელ ფეხბურთელთან ხელშეკრულება 2018 წლის 30 ივნისამდე იქნება გახანგრძლივებული. იმ დროისთვის ლეო მესი 31 წლის იქნება, კარიერის უდიდესი ნაწილი კი “ბარსელონაში” ექნება გატარებული.

 

ამჟამინდელი კონტრაქტის მიხედვით ლეო მესი “ბარსელონაში” 2016 წლის 30 ივნისამდე დარჩება, თუმცა შორს არ არის ის დღე, როცა როსელი და ლეო ახალ კონტრაქტს მოაწერენ ხელს.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში