მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
“ბეტისი” – “ბარსელონა”. ფეხბურთელები მატჩის შემდეგ

“ბეტისი” – “ბარსელონა”. ფეხბურთელები მატჩის შემდეგ

 

ლეო მესი: “რეკორდი დიდებულია, თუმცა ყველაზე მნიშვნელოვანი ისაა, რომ გუნდმა გაიმარჯვა. ჩვენ ვინარჩუნებთ სხვაობას მდევრებთან. ოთხშაბათს განცდილი შიშის შემდეგ ძალიან მსურდა თამაში. შევეცდები გიტევ გავიტანო მიმდინარე წელს გოლები, რათა შემდეგ მოთამაშეს უფრო გაუჭირდეს ამ რეკორდის დამხობა. როცა წელი იწყება მიზანი ტიტულების მოგებაა და არა პირადი ჯილდოების. თუკი “ოქროს ბურთს” ინიესტა მოიგებს ეს სრულად დამსახურებული იქნება. ეს ტიტული მთელი გუნდისაა. “ბეტისი” სერიოზული გუნდია და აქ გამარჯვება მნიშვნელოვანია. მათ ჰქონდათ საგოლე მომენტები, თუმცა ჩვენაც შეგვეძლო გოლის გატანა“.

 

ალექსის სანჩესი: “ძალიან მიხარია მოედანზე დაბრუნება. უფრო მეტად მახარებს გუნდის გამარჯვება. “ბეტისი” დიდებული გუნდია, მათ კარგი შეხვედრა ჩაატარეს და გაგვირთულეს სიტუაცია. გუნდი მოხარულია ლეოს გამო“.

 

სერხიო ბუსკეტსი: “პირველ ტაიმს სრულად ვაკონტროლებდით, თუმცა მეორე ტაიმში “ბეტისმა” დიდი წინააღმდეგობა გაგვიწია. გუნდი იმარჯვებს რთულ გასვლით შეხვედრებში და მნიშვნელოვანია, რომ ასე გავაგრძელოთ“.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში