workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
გარი ლინეკერი: “ოქროს ბურთი მესის ჯიბეში უდევს”

გარი ლინეკერი: “ოქროს ბურთი მესის ჯიბეში უდევს”

წარსულში ცნობილი და ინგლისის ეროვნული ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა გარი ლინეკერმა, გუშინდელ მატჩში ლიონელ მესის მიღწევა გაიზიარა. ამ უკანასკნელმა გუშინ გერდ მიულერის რეკორდი დაამხო, ერთი კალენდარული წლის განმავლობაში გატანილი გოლების რაოდენობით. ლეოს უკვე 86 გოლი დაუგროვდა 2012 წელს. 

ლინეკერმა ასევე კომენტარი გააკეთა რადამელ ფალკაოზეც, რომელმაც გუშინ დეპორტივოს 5 გოლი გაუტანა. 

 

“მესიმ კიდევ ერთი ბრწყინვალე გოლი გაიტანა. რეკორდი მას უკვე ჯიბეში უდევს, რა თქმა უნდა “ოქროს ბურთიც” და დიდებული ფეხბურთელის ტიტულიც. 

 

რაც შეეხება ფალკაოს მე ვიმედოვნებ, რომ ის სწორ გადაწყვეტილებას მიიღებს და სწორ კლუბს აირჩვეს მაშინ, როცა იგი “ატლეტიკოს” დატოვებს. მის შესაძენად კი ნამდვილი ბრძოლა იქნება.” – განაცხადა ლინეკერმა. 

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward