გუნდი სევილიაშია

გუნდი სევილიაშია

 

გუნდი უკვე სევილიაში იმყოფება, სადაც 12 საათზე ჩაფრინდა. “ბეტისთან” გასამართი შეხვედრისთვის ტიტო ვილანოვამ ანდალუსიაში 19 ფეხბურთელი წაიყვანა, მათ შორის ლეო მესი. შეხვედრის განაცხადში ასევე არიან ალექსის სანჩესი და დანი ალვესი. სამწვრთნელო შტაბის გადაწყვეტილებით “ბეტისთან” არ ითამაშებენ მარტინ მონტოია, მარკ ბარტრა და ჯონათან დოს სანტოსი.

 

გუნდთან ერთად იმყოფებიან დირექტორები, პილარ გიუნოვარტი და სილვიო ელიასი, ასევე სპორტული დირექტორი, ანდონი სუბისარეტა. ექსპედიციაში ასევე იმყოფება ვიცე–პრეზიდენტი, კარლეს ვილარუბი. მოთამაშეები შეხვედრის დაწყებამდე სასტუმროში დაისვენებენ.

 

სურათები:


გახდი ვოლტის კურიერი!

დარეგისტრირდი ვოლტის კურიერად და მიიღე 400 ლარი ბონუსი.

რეგისტრაცია