მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
“ბეტისი” – “ბარსელონა”. ვილანოვა მატჩის წინ

“ბეტისი” – “ბარსელონა”. ვილანოვა მატჩის წინ

 

ვილანოვამ მეტოქის შესახებ გაგვაფრთხილა: “ეს შესანიშნავი გუნდია. პეპე მელის მეთაურობით ისინი ყოველთვის გვიქმნიდნენ პრობლემებს. გეტყვით, რომ სამწვრთნელო სკამზე ყოფნის დროს ერთ–ერთი ყველაზე მძიმე წუთები თასის შეხვედრაში, “ბეტისთან” გადავიტანე. ბოლო ორი ვიზიტიდან გამარჯვება ვერცერთში ვერ მოვიპოვეთ. ასევე გასათვალისწინებელია, რომ მიმდინარე სეზონში მათ მადრიდის “რეალი” დაამარცხეს. ეს არის მეტოქე, რომელიც პრესინგს გეთამაშება და თამაშის მშვიდად წაყვანის საშუალებას არ გაძლევს“.

 

როდესაც მწვრთნელს შეტევაში მესის ალტერნატივაზე შეეკითხნენ ტიტომ მიუგო: “ვინც არ უნდა ითამაშოს ჩვენი სტილი უცვლელი იქნება. მე მირჩევნია, რომ მეტოქემ ზევით გვეთამაშოს პრესინგი, რადგან მათ დაცვაში მეტი სივრცე გამოჩნდება” – ახსნა მწვრთნელმა.

 

მესი განაცხადშია

 

ამ რთულ გასვლით შეხვედრაში ვილანოვას მესის დახმარების საშუალება ექნება. “მან დღევანდელი ვარჯიში ჩაატარა და არავითარი პრობლემები არ შექმნია. მატჩის დაწყებამდე კიდევ დიდი დროა დარჩენილი და გადავწყეტთ, ითამაშებს ის 90 წუთს თუ ნაკლებს. ყველაზე მთავარია, რომ ის თავს კარგად გრძნობს” – ახსნა ვილანოვამ და იქვე დაამატა: “შესაძლოა ხვალ დილით ის ადგეს და გვითხრას, რომ ტკივილს გრძნობს“.

 

“ბარსას” თავკაცმა აღიარა: “ვფიქრობ, რომ ლეომ შვება იგრძნო, როცა გაიგო, რომ ტრავმა სერიოზული არაა. თუკი ის განაცხადში ნიშნავს, რომ ტკივილს არ გრძნობს, სურს თამაში და ჩვენი დახმარება. ჩვენ ამით ბედნიერები ვართ“.

 

მოხარულია ალვესის, ალექსისის და ბარტრას დაბრუნებით

 

“ტრავმირებულების მხრივ ამჟამად ჩვენი მდგომარეობა უკეთესობისკენ მიდის, თუმცა დანაკარგები ყოველთვის არის. საკუთარი გამოცდილებიდან ვიცი, რომ დაგეგმვა როდის შეუშვა ერთი ან მეორე კარგი ვარიანტი არ არის. საჭიროა ნაბიჯ–ნაბიჯ წინსვლა” – განაცხადა ვილანოვამ. “ალექსისი მოსალოდნელზე ადრე დაგვიბრუნდა, ის კარგ ფორმაშია. ვიმედოვნებთ, რომ უახლოეს შეხვედრებში ის შეძლებს თამაშს და სათამაშო რითმში დაბრუნებას” – დაამატა ტიტომ.

 

პრეს–კონფერენციისს ბოლოს ტიტოს გუნდის უახლოეს შეხვედრებზე დაუსვეს შეკითხვა. ვილანოვამ საპასუხოდ განაცხადა, რომ არ სურს მეტოქეების გაგონება: “რა თქმა უნდა, ჩვენ კარგი უპირატესობა გვაქვს, თუმცა ასეთ ჩემპიონატში ყველაფერი შეიძლება სწრაფად შეიცვალოს“.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში