მესი “ბეტისთან” გასამართი შეხვედრის საბოლოო განაცხადში მოხვდა. “ბარსას” 10–იანი შაბათს თანაგუნდელებთან ერთად ვარჯიშობდა და ტიტო ვილანოვამ მისი სევილიაში წაყვანა გადაწყვიტა. ფეხბურთელს მუხლი ჰქონდა დაზიანებული, რის შემდეგაც ორი დღის განმავლობაში ის დარბაზში, ინდივიდუალური პროგრამით ვარჯიშობდა.
დაზიანების მიღებიდან მეორე დღეს პრეს–კონფერენციაზე ლეომ განაცხადა: “როდესაც დაზიანება მივიღე ისეთი ძლიერი ტკივილი ვიგრძენი, რომ მეგონა მოედანს დიდი ხნით ვშორდებოდი. სამედიცინო გამოკვლევების შემდეგ დადასტურდა, რომ სერიოზული დაზიანება არ მაქვს, ახლა კი ძალიან კარგად ვარ“.
ვარჯიში მწყობრში მყოფ ფეხბურთელებთან ერთად
არგენტინელმა ვარსკვლავმა დღეს თანაგუნდელებთან ერთად ივარჯიშა. პირველი გუნდის მწყობრში მყოფ მოთამაშეებთან ერთად სესიაზე “ბარსა ბ”–ს წევრი, კრისტიან ტელიო იმყოფებოდა. მესის გარდა ექიმებისგან დღეს თამაშის უფლება მიიღეს მარკ ბარტრამ, დანი ალვესმა და ალექსის სანჩესმა. “სიუტატ ესპორტივაზე”, თანაგუნდელებისგან განცალკევებით ვარჯიშობდა ერიკ აბიდალი.
[media=http://www.youtube.com/watch?v=HFWUWd2Dcgk]


