მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში

 

პირველი გუნდის მოთამაშეებმა დღეს დილით დატოვეს სასტუმრო “hotel W” და “ნოუ კამპზე” გაეშურნენ, სადაც “ბენფიკასთან” გასამართ შეხვედრამდე ბოლო სავარჯიშო სესია ჩატარდა. ტიტო ვილანოვას განკარგულებაში განაცხადში მყოფი 18 ფეხბურთელი იყო. მათ შორის ფილიალის ფეხბურთელები: ტელიო, სერხი რობერტო, რაფინია, სერხი გომესი, პლანასი და დეულოფეუ. სესიაზე არ იმყოფებოდა ის 6 მოთამაშე, რომლებსაც სამწვრთნელო შტაბმა დასვენების უფლება მისცა: მასკერანო, ალბა, ჩავი, ინიესტა, სესკი და პედრო.

 

დაბრუნება სასტუმროში

 

სავარჯიშო სესიის დასრულებისთანავე ფეხბურთელები ავტობუსში დაბრუნდნენ, რომელმაც ისინი სასტუმროში მიიყვანა. 19:30 საათზე მოთამაშეები დაისვენებენ, რის შემდეგაც კვლავ სტადიონზე დაბრუნდებიან.

 

სურათები:

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში