workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
პირველი გუნდის 6 მოთამაშე “ბენფიკასთან” დაისვენებს

პირველი გუნდის 6 მოთამაშე “ბენფიკასთან” დაისვენებს

 

ტიტო ვილანოვამ “ბენფიკასთან” შეხვედრაში რამდენიმე მოთამაშის დასვენება გადაწყვიტა. გუნდს ჯგუფში პირველი ადგილი გარანტირებული აქვს. სამწვრთნელო შტაბის გადაწყვეტილებით ხვალინდელ შეხვედრაში დაისვენებენ ჩავი, ინიესტა, სესკი, მასკერანო, ალბა და პედრო. განაცხადშია ლეო მესი, რომელსაც მიულერის რეკორდამდე 1 გოლი აშორებს. 18 კაციან განაცხადში არიან “ბარსა ბ”–ს მოთამაშეები: ტელიო, დეულოფეუ, პლანასი, რაფინია, სერხი გომესი და სერხი რობერტო.

 

დილის ვარჯიში

 

რადგან გუნდი შემდეგ ეტაპზე უკვე გასულია ჩემპიონთა ლიგის წინ გრაფიკი შეიცვალა. გუნდმა “სიუტატ ესპორტივაზე” დილით ივარჯიშა, სადაც მედიისთვის 15 წუთი ღია იყო. როგორც წესი ლიგის წინა დღეს ვარჯიში “ნოუ კამპზე” იმართება ხოლმე.

 

სესიაზე მწყობრში მყოფი ყველა მოთამაშე იყო. ანდრეს ინიესტა დღეს დარბაზში ვარჯიშობდა, ხოლო ჟორდი ალბა განცაკლევებით იტვირთებოდა. ტრავმირებულები დანი ალვესი, მარკ ბარტრა, ალექსის სანჩესი და ერიკ აბიდალი მოედანზე, ასევე განცალკევებით ვარჯიშობდნენ.

 

ღამე სასტუმროში

 

ის ფეხბურთელები, რომლებიც მატჩის განაცხადში მოხვდნენ ღამე ერთად შეიკრიბებიან. 20:15 საათზე ისინი “ნოუ კამპზე” შეიკრიბებიან და სასტუმრო “Hotel W”–ში გადაინაცვლებენ. ოთშაბათს ისინი “ნოუ კამპზე” დაბრუნდებიან, სადაც 12 საათზე ვარჯიშს გამართავენ. ეს “ბენფიკასთან” მატჩამდე ბოლო ვარჯიში იქნება.

 

მატჩის განაცხადი: ვალდესი, პინტო, პიკე, პუიოლი, ვილია, მესი, ტიაგო, დოს სანტოსი, სერხიო ბუსკეტსი, მონტოია, ადრიანო, სონგი, სერხი გომესი, სერხი რობერტო, დეულოფეუ, პლანასი, რაფინია, ტელიო.

 

სურათები:

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward