მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
პიკე: “კარგი სტარტი მშვიდად ფიქრის საშუალებას გვაძლევს”

პიკე: “კარგი სტარტი მშვიდად ფიქრის საშუალებას გვაძლევს”

 

“ბარსელონამ” ლა ლიგის ისტორიაში საუკეთესო სტარტი აიღო. ისინი 6 და 11 ქულით უსწრებენ მეორე და მესამე ადგილზე მყოფ გუნდებს, რაც ხერარდ პიკეს, ასეთი წარმატებული სტარტის აღებაში ერთ–ერთ მთავარ მოქმედს მშვიდად სუნთქვის საშუალებას აძლევს: “ასეთი კარგი სტარტი ჩვენ საშუალებას გვაძლევს მშვიდად ვიფიქროთ. ჩვენ ძალიან კარგ პოზიციაში ვართ და თუკი ასე გავაგრძელებთ, მაშინ წინ ბევრი მოგება გველის“.

 

ეს ყველაფერი არ ნიშნავს, რომ ბრძოლა დასრულდა: “უკან ბევრი სეზონი მოვიტოვეთ და ძალიან გამოცდილები ვართ იმისთვის, რომ არ მოვდუნდენთ. გვარდიოლას პირველ სეზონში ჩვენ ასეთივე უპირატესობა გვქონდა, თუმცა სეზონის მიწურულს ჩემპიონობისთვის “სანტიაგო ბერნაბეუზე” გამარჯვება დაგვჭირდა” – განაცხადა პიკემ და იქვე დაამატა, რომ ყოველი სეზონის შემდეგ გუნდი უფრო იზრდება.

 

რეკორდების მიზეზები

 

ეს კლუბის ისტორიაში საუკეთესო სტარტია ლა ლიგაში და პიკე საუბრობს იმაზე, რომ გუნდი ყველა შეხვედრას ფინალსავით ეკიდება: “ასეთი რეკორდის დასამყარებლად შენ მუდმივად უნდა ითამაშო კარგად და მცირე იღბალიც გქონდეს. ყოველ შეხვედრას ფინალივით უნდა მოეკიდო და რეკორდები თავისით დამყარდება“. პიკემ კომენტარი ლეო მესიზეც გააკეთა, რომელიც ახლსოაა გერდ მიულერის რეკორდის დამხობასთან: “ერთ–ერთი გასაოცარი მიზეზი ამ რეკორდისა ისაა, თუმცა რამდენი სეზონი იყო ის ხელშეუხებელი. ჩვენ ამაზე ფოკუსირება არ უნდა გავაკეთოთ, რადგან მაშინ მას უფრო გაუჭირდება გატანა. მესი უნდა მოეშვას” – განაცხადა მან.

 

კარგ ფორმაში

 

მიუხედავად იმისა, რომ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფში “ბარსელონამ” პირველი ადგილი გაინაღდა პიკე ამბობს, რომ მათ გამარჯვება სურთ “ბენფიკასთან” მატჩში: “მათ ძალიან შემტევი გუნდი ყავთ, მათ შემადგენლობაშია აიმარი და კარდოსო. ისინი აქ გამარჯვებისთვის ჩამოდიან” – თქვა ცენტრალურმა მცველმა.

 

საკუთარ დონეზე პიკემ განაცხადა, რომ ამჟამად კარგ ფორმაშია და მიაგნო გზას, რათა კიდევ უფრო გააუმჯობესოს თამაშის ხარისხი. “თუკი შენ ღიმილით ითამაშებ, მაშინ ყველაფერი უკეთ გამოგივა“.

 

“ოქროს ბურთი”: მესი ფავორიტია

 

ცენტრალურს მცველს სწამს, რომ მისი არგენტინელი თანაგუნდელი კვლავ მოიგებს “ოქროს ბურთს”: “ინიესტამ მიმდინარე წელს მოიგო ევროპის ჩემპიონატი და ეს ჯილდო ეკუთვნის. კრიშტიანუ რონალდუს ძალიან კარგი სეზონი ჰქონდა, თუმცა ლეომ ჩემი გული დაიპყრო. ვფიქრობ, რომ ის ფავორიტია“. რაც შეეხება წლის საუკეთესო მწვრთნელს, პიკემ ვისენტე დელ ბოსკე პეპ გვარდიოლაზე და ჟოზე მოურინიოზე წინ დააყენა: “მათ ეს ჯილდო უკვე მოგებული აქვთ“.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში