მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
“ბენფიკასთვის” მზადება დაიწყო

“ბენფიკასთვის” მზადება დაიწყო

 

ბილბაოს “ატლეტიკთან” გამარჯვების (5:1) შემდეგ ფეხბურთელებმა 1 დღე დაისვენეს. დღეს კი მოთამაშეებმა ვარჯიში განაახლეს ჩემპიონთა ლიგაში, “ბენფიკასთან” შეხვედრისთვის მოსამზადებლად, რომელიც ოთხშაბათს გაიმართება. ტიტო ვილანოვას განკარგულებაში მწყობრში მყოფ პირველი გუნდის მოთამაშეებთან ერთად “ბარსა ბ”–ს წევრები, ტელიო, დეულოფეუ, პლანასი, რაფინია, სერხი გომესი და ოიერი იმყოფებოდნენ. ფეხბურთელები ჩემპიონთა ლიგის ბურთებით ვარჯიშობდნენ.

 

ჟორდი ალბა და ანდრეს ინიესტა, რომლებიც შაბათის შეხვედრაში უსაფრთხოების მიზნით ტიტო ვილანოვამ შეცვალა დღეს დარბაზში, სპეციალური პროგრამით ვარჯიშობდნენ. ტრავმირებულები მარკ ბარტრა, ალექსის სანჩესი და დანი ალვესი მოედანზე ვარჯიშობდნენ, ისინი აღდგენის ბოლო ეტაპზე არიან. გუნდი მორიგ სავარჯიშო სესიას ხვალ, კვლავ “სიუტატ ესპორტივაზე” გამართავს.

 

                                   [media=http://www.youtube.com/watch?v=6VjipGIZxrI]

 

სურათები:

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში