მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
“ბარსელონა” – “ატლეტიკი”. ტიტო ვილანოვა მატჩის წინ

“ბარსელონა” – “ატლეტიკი”. ტიტო ვილანოვა მატჩის წინ

 

მიუხედავად იმისა, რომ წინ სეზონთან შედარებით ისინი ცუდად გამოიყურებიან და პრიმერაში მე–14 პოზიციას იკავებენ ტიტო მიიჩნევს, რომ ისინი ძველებურად ითამაშებენ: “ისინი კვლავ კარგ თამაშს აჩვენებენ და წინ რთული შეხვედრა გველოდება“.

 

“რეალი” კვლავ ბრძოლაშია

 

ტიტო ასევე მიიჩნევს, რომ მიუხედავად 11 ქულიანი ჩამორჩენისა “რეალი” არ დანებნდება: “მადრიდელები კვლავ თამაშში არიან“. ამის შემდეგ მან შაბათს, “სანტიაგო ბერნაბეუზე” გასამართ დერბიზე ისაუბრა: “ჩვენ მხოლოდ ბილბაოს “ატლეტიკზე” უნდა ვიფიქროთ. თქვენ ფიქრობთ, რომ კვირის ბოლოს ჩვენ შეიძლება “რეალს” 14 ქულით ვუსწრებდეთ, თუმცა ეს სხვაობა შეიძლება 8 ქულა გახდეს“.

 

ხვალ გამარჯვების შემთხვევაში “ბარსელონა” პრიმერას სტარტზე აღებული ქულების რაოდენობით საუკეთესო მაჩვენებელი ექნება: “ეს ნორმარულია, რომ ჩვენ ამდენ შეხვედრებში ვიმარჯვებთ და მზად ვართ იმისთვისაც, რომ სადღაც დავმარცხდებით“.

 

“ოქროს ბურთი”

 

მწვრთნელმა ასევე “ოქროს ბურთის” ფინალისტებზე ისაუბრა: “თქვენ ამ ჯილდოზე პირველივე დღიდან მეკითხებით. ჩვენ ბედნიერები ვართ ფინალისტებს შორის ჩვენი 2 მოთამაშის მოხვედრის გამო. უფრო მეტად გაგვიხარდება, თუკი რომელიმე მათგანი გაიმარჯებს. რომელმაც არ უნდა მოიგოს, ეს დამსახურებული იქნება“. ტიტომ ასევე საუკეთესო მწვრთნელის სამეულზეც გააკეთა კომენტარი: “სამივე მათგანმა დაიმსახურა იქ ყოფნა“.

 

აბიდალის გამოჩენა

 

ერიკ აბიდალმა დღეს მარკ ბარტრასთან და ალექსის სანჩესთან ერთად, მოედანზე ივარჯიშა. ტიტო ვილანოვამ ახსნა: “აბიდალის საქმე სხვა ტრავმირებული მოთამაშეებისგან განსხვავებულია. მართალია, რომ ის პროგრესირებს, თუმცა ზუსტ დროს ვერ ვიტყვით, თუ როდის დაბრუნდება. ის ბოლო დღეებია ჩვენთან ერთადაა და დღესაც ასეთი დღე იყო, არაფერი განსაკუთრებული“.

 

P.S. ესეც ჩემი 2800–ე სიახლე ბარსამანიაზე

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში