კატალონიის “ბარსელონას” ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა უდო ლატეკმა განაცხადა, რომ “ბარსელონას” არგენტინელ ფორვარდს ლიონელ მესის მსოფლიოს საუკეთესო მოთამაშედ მიიჩნევს, სპეციალისტმა მესი ღმერთს შეადარა.
“მესი – ყველას სჯობს, ის საუკეთესოა. ლიონელი უბრალოდ გასაოცარი ფეხბურთელია, ის ისევეა როგორც ღმერთი, მეც შევუერთდები იმ ადამიანების რიცხვს და ვიტყვი, რომ მესი საუკეთესო ფეხბურთელია მსოფლიოში.” – განაცხადა უდო ლატეკმა La Xarxa-თან ინტერვიუში.