ესპანურმა პრესამ გამოაქვეყნა ფრაგმენტები წიგნიდან, რომელიც “ბარსელონას” ყოფილ მთავარ მწვრთნელზე, პეპ გვარდიოლაზე დაიწერა.
წიგნი ესპანური გაზეთის, “as”–ის ჟურნალისტის, გილერმო ბალაგეს მიერაა დაწერილი. მისი სათაურია “პეპი, გამარჯვების სხვა გზა”. წიგნი უკვე იყიდება ინგლისში.
რამდენიმე დღის წინ ბალაგემ პეპ გვარდიოლა დიეგო მარადონას შეადარა იმ კუთხით, თუ როგორ აღიქვამენ მას ინგლისში.
“ინგლისში აღფრთოვანებულები და სრულად დაჰიპნოტიზირებული არიან პეპ გვარდიოლათი. ერთადერთი მსგავსი შემთხვევაში ისეთი ადამიანის მიმართ, რომელიც არ თამაშობდა და არ მუშაობდა ინგლისში ადგილობრივებს მარადონას მიმართ აქვთ. ფეხბურთის ინგლისელ მოყვარულებს ძალიან სურთ, პეპ გვარდიოლამ ერთ–ერთი ინგლისური გუნდი ჩაიბაროს” – განაცხადა ბალაგემ.



