მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
“ბარსელონა” 113 წლის გახდა

“ბარსელონა” 113 წლის გახდა

1877 წლის 22 ნოემბერს ჟოან გამპერი დაიბადა, რომელმაც საფეხბურთო კარიერა “ბასელში” დაიწყო, საიდანაც შემდეგ “ექსელსიორში” და “ციურიხში” გადავიდა. “ბარსელონას” დამაარსებელმა ასევე ფრანგულ “ლიონში” ითამაშა. 1898 წელს ის ბარსელონაში გადასახლდა, სადაც მალევე დაიწყო საფეხბურთო გუნდის ჩამოყალიბება. 1899 წლის 22 ოქტომბერს მან გაზეთში გამოავეყნა განცხადება, სადაც წერდა, რომ ეძებდა ადამიანებს, რომლებიც საფეხბურთო კლუბის ჩამოყალიბებაში დაეხმარებოდნენ.

 

ამ განცხადების გავრცელებიდან ძალიან მალე, 29 ნოემბერს ჟოან გამპერი ხვდება 11 ადამიანს, ესენი არაინ: გუალტერი ვილდი, ლუის დეოსო, ბართომეუ ტერადესი, ოტო კუნზლი, ოტო მაიერი, ენრიკ დუკა, პედრო კაბოტი, კარლოს პუჟოლი, ხოსეპ ლობეტი, ჯონ პარსონსი და ვილიამ პარსონსი. საერთო ჯამში 6 კატალონიელი და 6 უცხოელი. საფეხბურთო კლუბ ბარსელონას დამაარსებელი სხდომა 1899 წლის 29 ნოემბრის 9 საათზე დაიყო, რომელიც 2 საათზე მეტ ხანს გრძელდებოდა.

 

[media=http://www.youtube.com/watch?v=ZULc__wiMbo]

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში