იტალიის ნაკრების ყოფილმა კაპიტანმა, ფაბიო კანავარომ საკუთარი აზრი გამოთქვა, თუ ვის ეკუთვნის გასული სეზონის მიხედვით “ოქროს ბურთი”.
“მე არ ავირჩევდი ლეო მესის და კრიშტიანუ რონალდუს შორის. ჩემი კანდიდატები ანდრეს პირლო და ანდრეს ინიესტა არიან. ინიესტა შესანიშნავად ასპარეზობს ესპანეთის ნაკრებში, სადაც ბოლო 6 წლის განმავლობაში 2–ჯერ მოიგო ევროპის ჩემპიონატი და ერთხელ მსოფლიო ჩემპიონატი. პირლო არაჩვეულებრივი მოთამაშეა, რომლის აქტივში არა მხოლოდ 2012 წელს მოგებული სკუდეტოა, არამედ მისი დახმარებით იტალიის ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ფინალში გავიდა. მიუხედავად ამისა მესმის, რომ მათ ძალიან გაუჭირდებათ ისეთ ვარსკვლავებზე გასწრება, როგორებიც ლეო მესი და კრიშტიანუ რონალდუ არიან” – განაცხადა ფაბიო კანავარომ.