მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
“ლა მასიას” საუკეთესო 11 ფეხბურთელი

“ლა მასიას” საუკეთესო 11 ფეხბურთელი

 

“ბარსელონას” ისტორიაში პირველად კვირას მოედანზე გუნდი სრულად “ლა მასიაში” აღზრდილი მოთამაშეებით იყო დაკომპლექტებული. ესენი არიან: ვიქტორ ვალდესი, მარტინ მონტოია, ხერარდ პიკე, კარლეს პუიოლი, ჟორდი ალბა, სერხიო ბუსკეტსი, ჩავი ერნანდესი, სესკ ფაბრეგასი, ლეო მესი, ანდრეს ინიესტა და პედრო როდრიგესი. ქვემოთ კი ამ ფეხბურთელების ისტორიას შემოგთავაზებთ:

 – ჩავი ერნანდესი კლუბში ყველა დიდი ხანია იმყოფება. “ბარსელონაში” ის 1991 წელს ჩაირიცხა, პირველი გუნდის წევრი კი 1998 წელს გახდა.

 

 – გუნდის კაპიტანი, კარლეს პუიოლი და პედრო როდრიგესი ის მოთამაშეები არიან, რომლებმაც ყველაზე ცოტა დრო დაჰყვეს ასაკობრივ გუნდებში. მათ მხოლოდ “ჟუვენილ ა”–ში, “ბარსა ც”–სა და “ბარსა ბ”–ში იასპარეზეს.

 

 – მარტინ მონტოიამ კი ყველაზე მეტ ასაკობრივ გუნდში ითამაშა. მისი პირველი ეტაპი “ბენჟამიში” თამაში იყო, მას შემდეგ მან 10 სხვადასხვა ასაკობრივი გუნდი შეიცვალა “ბარსა ბ”–ში მოხვედრამდე.

 

 – ხერარდ პიკემ და ჟორდი ალბამ კლუბში ძალიან ადრეულ ასაკში დაიწყეს ასპარზობა.

 

 – ვალდესი, პიკე, ალბა და სესკი კლუბში სხვა გუნდებში ასპარეზობის შემდეგ დაბრუნდნენ. ვალდესი “ბარსაში” 1992 წელს ჩაირიცხა, თუმცა ოჯახური მიზეზების გამო მას მალევე მოუწია “ტენერიფეში” დაბრუნება.

 

ვიქტორ ვალდესი

კლუბში ჩაირიცხა: 1995 წელს

დაიწყო კარიერა: “ინფანტილი”

რაოდენობა ასაკობრივი გუნდების, რომლებშიც იასპარეზა: 7

 

მარტინ მონტოია

კლუბში ჩაირიცხა: 1999 წელს

დაიწყო კარიერა: “ბენჟამი”

რაოდენობა ასაკობრივი გუნდების, რომლებშიც იასპარეზა: 10

 

ხერარდ პიკე

კლუბში ჩაირიცხა: 1997 წელს

პირველ გუნდში: 2008 წლიდან

დაიწყო კარიერა: “ალევი ბ”

რაოდენობა ასაკობრივი გუნდების, რომლებშიც იასპარეზა:

 

კარლეს პუიოლი

კლუბში ჩაირიცხა: 1995 წელს

დაიწყო კარიერა: “ჟუვენილ ა”

რაოდენობა ასაკობრივი გუნდების, რომლებშიც იასპარეზა: 3

 

ჟორდი ალბა

კლუბში ჩაირიცხა: 1999 წელს

პირველ გუნდში: 2012 წლიდან

დაიწყო კარიერა: “ალევი”

რაოდენობა ასაკობრივი გუნდების, რომლებშიც იასპარეზა: 7

 

სერხიო ბუსკეტსი

კლუბში ჩაირიცხა: 2005 წელს

დაიწყო კარიერა: “ჟუვენილ ბ”

რაოდენობა ასაკობრივი გუნდების, რომლებშიც იასპარზეზა: 4

 

ჩავი ერნანდესი

კლუბში ჩაირიცხა: 1991 წელს

დაიწყო კარიერა: “ალევი”

რაოდენობა ასაკობრივი გუნდების, რომლებშიც იასპარეზა: 7

 

სესკ ფაბრეგასი

კლუბში ჩაირიცხა: 1998 წელს

პირველ გუნდში: 2011 წლიდან

დაიწყო კარიერა: “ალევი”

რაოდენობა ასაკობრივი გუნდების, რომლებშიც იასპარეზა: 5

 

ანდრეს ინიესტა

კლუბში ჩაირიცხა: 1996 წელს

დაიწყო კარიერა: “ინფანტილ ბ”

რაოდენობა ასაკობრივი გუნდების, რომლებშიც იასპარეზა: 6

 

ლეო მესი

კლუბში ჩაირიცხა: 2001 წელს

დაიწყო კარიერა: “ინფანტილ ბ”

რაოდენობა ასაკობრივი გუნდების, რომლებშიც იასპარეზა: 7

 

პედრო როდრიგესი

კლუბში ჩაირიცხა: 2004 წელს

დაიწყო კარიერა: “ჟუვენილ ა”

რაოდენობა ასაკობრივი გუნდების, რომლებშიც იასპარეზა: 3

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში