მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
აბიდალი: “დაუღალავად ვშრომობ, რათა მწყობრში რაც შეიძლება ადრე დავბრუნდე”

აბიდალი: “დაუღალავად ვშრომობ, რათა მწყობრში რაც შეიძლება ადრე დავბრუნდე”

კატალონიის “ბარსელონას” ფრანგი მცველი ერიკ აბიდალი განაგრძობს აღდგენით სამუშაოებს, რათა დიდ ფეხბურთში რაც შეიძლება სწრაფად დაბრუნდეს. იტყობინება ესპანური პრესა.

 

ფრანგი ფეხბურთელი ოპტიმისტურად არის განწყობილი და ძალებს არ იშურებს.

 

“განვაგრძობ მუშაობას, რათა მწყობრში რაც შეიძლება მალე დავბრუნდე. ძალიან მალე შევხვდებით მეგობრებო !” – განაცხადა 33 წლის ფეხბურთელმა თავის ოფიციალურ Twitter-ზე და Facebook-ზე.

 

შეგახსენებთ, რომ ექიმების პროგნოზით აბიდალი მოედანზე გასვლას შობის დღესასწაულამდე შესძლებს. ფეხბურთელს კი იმედი აქვს, რომ ამას გაცილებით ადრე მოახერხებს. 

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში